ლებრონ ჯეიმსის კრიმინალი დედა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის დედა პოლიციამ დააკავა. მაიამის პოლიციის პრესმდივანმა დებორა დოტიმ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასახელებულა დაკავების მიზეზი, მაგრამ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ქალი ნასვამ მდგომარეობაში მაიამის ერთ-ერთი ბარის თანამშრომელს დაესხა თავს.

გლორია ჯეიმსს არც თუ ისე სუფთა წარსული აქვს. 2006 წელს ის ავტოსაგზაო შემთხვევის მოწყობისთვის დააპატიმრეს. შარშან, მარტის ბოლოს ქალი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. იმ პერიოდში, როცა "კლივლენდ კავალიერზი" პლეი ოფში "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა, გლორიამ ერთი ღამე გაატარა ვაჟიშვილის თანაგუნდელ დელონტე უესტთან.

ქალბატონი ჯეიმსის სექსუალური თავგადასავალი
მაშინვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. შესაძლოა, ლებრონის "მაიამიში" გადასვლა ნაწილობრივ ამ ისტორიითაც იყო გამოწვეული.





.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული