ჩემპიონი ქვემოთ ეშვება

AutoSharing Option
ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგო "ლეიკერსმა" - ასეთი უიღბლო სერია ჩემპიონს აგერ უკვე ოთხი წელია არ ჰქონია. გარდა ამისა, კალიფორნიელები ხუთია წელია არ აგებდნენ საკუთარ მოედანზე "ოკლაჰომასთან". მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - კევინ დურანტმა, რასელ უესტბრუკმა და კომპანიამ ფილ ჯექსონის შეგირდები ისე იოლად დაამარცხეს, თითქოს ისინი იყვნენ მოქმედი ჩემპიონები.

"ყველა ვარსკვლავის უქმეების" შემდეგ ჩატარებული 18 შეხვერიდან 17-ის მოგებით, "ლეიკერსს" თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა დასავლეთ კონფერენციაში მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლა, ახლა კი ფილ ჯექსონის გუნდს მეოთხე პოზიციამდე ჩამოქვეითება ემუქრება.

ბევრი რამ იქნება
დამოკიდებული შემდეგ შეხვედრაზე, რომელშიც "ლეიკერსს" "სან ანტონიოს" წინააღმდეგ მოუწევს თამაში. "სპურსს" ძალიან სჭირდება მოგება, რადგან რეგულარულის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ძლიერი კონკურენტი ჰყავს "ჩიკაგოს" სახით. თანაც ტექსასელებმა შურისძიებაზეც უნდა იფიქრონ, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ "სან ანტონიომ" სამარცხვინოდ წააგო შინ ჩემპიონთან. თუ გრეგ პოპოვიჩის გუნდი შეძლებს რევანშის აღებას, ხოლო "დალასი" და "ოკლაჰომა" ორივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ, მაშინ ჩემპიონები პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ ძალიან სახიფათო "დენვერს" მიიღებენ. მოკლედ, კალიფორნიელებმა თავად გაიფუჭეს აწყობილი საქმე.


* * *
გუშინდელი დღე იმითაც იყო გამორჩეული, რომ პირველად კარიერაში უქულოდ დაასრულა შეხვედრა ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო გამთამაშებელმა კრის პოლმა. თუმცა "ნიუ ორლეანის" ლიდერი "მემფისის" წინააღმდეგ ძალიან აქტიური არ ყოფილა - მხოლოდ ექვსჯერ ისროლა თამაშიდან და ექვსივე ააცილა, ასევე ორჯერ არაზუსტი იყო საჯარიმოს ხაზიდან.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის ის 22-ქულიანი სხვაობა, რომლითაც "ჰორნეტს" "მემფისმა" მოიგო.
ცნობისთვის, ამ სეზონში პოლის შედეგიანობა 16.2 ქულას უდრის.


ორლანდო-ჩიკაგო 99:102
24:32, 25:18, 28:30, 22:22
ო: ანდერსონი (28+10 მოხსნა), რიჩარდსონი (24), ნელსონი (17+11 პასი+5 მოხსნა).
ჩ: როუზი (39+5 პასი), დენგი (15+5 მოხსნა+5 პასი), ბუზერი (12+6 მოხსნა+6 პასი), გიბსონი (9+11 მოხსნა).

ტორონტო-ნიუ ჯერსი 99:92
31:22, 30:20, 21:20, 17:30
ტ: ბეილესი (19), დევისი (18+8 მოხსნა), ჯონსონი (18+6 მოხსნა+6 პასი), დეროზანი (18+5 მოხსნა), რაიტი (10).
ნ-ჯ: ლოპესი (35+11 მოხსნა), ვუიაჩიჩი (19).

მემფისი-ნიუ ორლეანი 111:89
30:30, 22:18, 30:19, 29:22
მ: მაიო (18), გასოლი (16+7 მოხსნა), იანგი (14+6 მოხსნა), რენდოლფი (14+6 პასი+5 მოხსნა), ვასკესი (13+5 მოხსნა).
ნ-ო: ბელინელი (18), არიზა (11), ლენდრი (11), გრინი (11), ჯეკი (10), პოლი (0+10 პასი).

შარლოტი-დეტროიტი 101:112
40:25, 19:25, 19:34, 23:28
შ: ჰენდერსონი (21), დიაო (20+7 პასი+6 მოხსნა), ბრაუნი (19+7 მოხსნა), ოგუსტინი (14+14 პასი), კანინგემი (10).
დ: სტაკი (24+11 პასი), ვილანუევა (20+6 მოხსნა), უილკოქსი (14+7 მოხსნა), ჰემილტონი (11+6 მოხსნა), მონრო (10+9 მოხსნა), მაქსიელი (10+7 მოხსნა).

ინდიანა-ნიუ იორკი 109:110
33:33, 28:34, 35:20, 13:23
ი: გრეინჯერი (20+6 მოხსნა), ჰიბერტი (19+10 მოხსნა), კოლისონი (16+5 მოხსნა+5 პასი), ჰენსბრო (14), დანლივი (14).
ნ-ი: ენტონი (34+5 მოხსნა), ბილაპსი (21+7 პასი), დუგლასი (14), უილიამსი (11).

დალასი-ფინიქსი 115:90
36:17, 29:22, 15:21, 35:30
დ: ნოვიცკი (19+7 მოხსნა), მერიონი (18+11 მოხსნა), ტერი (17), სტოიაკოვიჩი (17), ბარეა (15+6 პასი), ჰეივუდი (5+11 მოხსნა).
ფ: გორტატი (15+9 მოხსნა), უორიკი (11+6 მოხსნა), დადლი (11+5 მოხსნა).

გ. სტეიტი-საკრამენტო 103:104
26:30, 33:30, 24:17, 20:27
გ-ს: კარი (27+8 პასი+6 მოხსნა), ლი (24+14 მოხსნა), რაიტი (19+6 ჩაჭრა), უდო (10).
ს: ტორნტონი (21), კაზინსი (15+13 მოხსნა+5 პასი), ტომპსონი (14+8 მოხსნა), უდრიხი (14+6 პასი), ევანსი (14+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (10).

ლეიკერსი-ოკლაჰომა 106:120
31:36, 33:30, 26:22, 16:32
ლ: ბრაიანტი (31), გასოლი (26), ბინუმი (12+13 მოხსნა), არტესტი (10).
ო: დურანტი (31), უესტბრუკი (26+7 პასი+6 მოხსნა), ჰარდენი (16), იბაკა (15).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული