პლეი ოფში ბინუმის გარეშე?

AutoSharing Option
რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეს მხოლოდ სამი მატჩი გაიმართა და მათგან ერთი გამორჩეული დაპირისპირება იყო - "ლეიკერსი" საკუთარ მოედანზე იღებდა "სან ანტონიოს". თუმცა მოსალოდნელი შოუ "სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა გააფუჭა, რომელმაც დასვენების საშუალება მისცა თავისი გუნდის ლიდერებს - ტიმ დანკანს, მანუ ჯინობილისა და ტონი პარკერს.

ამ გადაწყვეტილებამ ბევრი გააკვირვა, რადგან დამარცხების შემთხვევაში "სან ანტონიოს" აღმოსავლეთის ჩემპიონი "ჩიკაგო" დაეწეოდა და ეს გუნდები გაიყოფდნენ რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილს. მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ პოპოვიჩმა არასწორი ნაბიჯი გადადგა. ჯერერთი "ჩიკაგოს" სულაც არ
აქვს გარანტირებული ფინალში გასვლა, გარდა ამისა, თუ ფინალურ სერიაში სწორედ "სპურსი" და "ბულზი" გააღწევენ, საკუთარი მოედნის უპირატესობის მფლობელს ბრმა კენჭისყრის მეშვეობით გაარკვევდნენ. ამიტომაც პოპოვიჩმა არ გარისკა და "დიდ ტრიოს" ზედმეტი დასვენების საშუალება მისცა.

დანკანის, ჯინობილისა და პარკერის არყოფნის მიუხედავად, თამაში მაინც დაძაბული გამოვიდა და "ლეიკერსს" გვარიანი ოფლის ღვრა მოუწია გამარჯვების მისაღწევად. საბოლოოდ, კალიფორნიელებმა მოიგეს და შეწყვიტეს ხუთმატჩიანი წაგებათა სერია, თუმცა ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. საქმე ისაა, რომ მეორე მეოთხედში ჩემპიონის ძირითადმა ცენტრმა ენდრიუ ბინუმმა სრულიად უწყინარ სიტუაციაში მუხლის ტრავმა მიიღო.

ჯერჯერობით დაზიანების სიმძიმეზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა ერთი რამ ცხადია - ბინუმის არყოფნა "ლეიკერსის" საპლეიოფო ამბიციებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ცნობისთვის: სამი წლის წინ ფილ ჯექსონის გუნდს ბინუმის გარეშე მოუწია "ბოსტონთან" ფინალური სერიის თამაში და დამარცხდა. ბოლო ორ სეზონში კი ეს ცენტრი მწყობრში იყო და "ლეიკერსი" ორივეჯერ ჩემპიონი გახდა.


* * *
"ჩიკაგომ", რა თქმა უნდა, არ გაუშვა რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის შანსი. ტომ ტიბოდოს გუნდმა წელს მართლაც სასწაულ შედეგს მიაღწია. კარდინალურად გადახალისებულმა "ხარებმა" დებიუტანტი (!) მწვრთნელით პირველივე წელს მიაღწიეს ისეთ შედეგს, რაზეც ბევრი გუნდი წლების განმავლობაში ზრუნავს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს საწადელს.

"ბულზისა" და "ნიქსის" მატჩის პირველ ტაიმში დაძაბული ბრძოლა იყო. მესამე მეოთხედის დასაწყისში კი "ნიუ იორკი" ნოკაუტში აღმოჩნდა: "ჩიკაგომ" ეს 12-წუთეული 26:2 (!) გაქცევით დაიწყო. სტუმრებმა სცადეს მატჩისთვის ინტრიგის დაბრუნება და ერთხელ სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტოქემ მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა. "ჩიკაგოს" მოთამაშეებმაც მიიღეს ტრავმები - დაზიანდნენ ჟოაკიმ ნოა და რონი ბრიუერი, თუმცა სერიოზული არაფერია და ისინი პლეი ოფისთვის მზად იქნებიან.


ნიუ იორკი-ჩიკაგო 90:103
27:24, 28:28, 18:32, 17:19
ნ-ი: ენტონი (21), უოკერი (18), დუგლასი (13), ბილაპსი (10+8 პასი).
ჩ: როუზი (26), დენგი (23+10 მოხსნა), ბუზერი (14+22 მოხსნა), ნოა (13).

პორტლენდი-მემფისი 102:89
27:25, 18:20, 29:21, 28:23
პ: ოლდრიჯი (22+11 მოხსნა), ფერნანდესი (18), ბატუმი (16), უოლასი (14), კემბი (4+11 მოხსნა), მილერი (9+8 აეპელთჩ).
მ: კონლი (17), მაიო (13), იანგი (13), გასოლი (11+10 მოხსნა), ბატიე (12).

ლეიკერსი-სან ანტონიო 102:93
24:15, 21:30, 25:19, 32:29
ლ: ბრაიანტი (27+6 მოხსნა), ოდომი (23+7 მოხსნა), გასოლი (17+17 მოხსნა+5 პასი), ფიშერი (13).
ს-ა: ნილი (16), ბონერი (13), ბლეირი (12+11 მოხსნა), ჯეფერსონი (10), ჰილი (11).

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ასეთი კარგი ფეხბურთელია ზარანდია,ნაკრებში რატო არ თამაშობს?
ნანა
23:11 17-04-2018
0

სიახლეები პოპულარული