კლივლენდმა სეშენსი გადაიბირა

AutoSharing Option

ლებრონ ჯეიმსისა და კიდევ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე დარჩენილი "კლივლენდ კავალიერზი" შემადგენლობის გაძლიერებას ცდილობს. "კავალერებმა" გუშინ "მინესოტა ტიმბერვულვზთან" გაცვლა განახორციელეს, რომელშიც ოთხი მოთამაშე იყო ჩართული.
"კლივლენდმა" "მგლებისგან" გამთამაშებელი რამონ სეშენსი და ცენტრი რაიან ჰოლინზი მიიღო, მათ ნაცვლად კი დელონტე უესტისა და სებასტიან ტელფეირის დათმობა მოუწია. გარდა ამისა, "კავალიერზს" ერგო 2013 წლის დრაფტის მეორე რაუნდში სასურველი მოთამაშის არჩევანი.
ჰოლინზი "კლივლენდში" ცენტრის პოზიციას გააძლირეებს, რადგან კლუბი ორი წამყვანი ცენტრის - ჟიდრუნას ილგაუსკასისა და შაკილ ო'ნილის გარეშე დარჩა.
გასულ სეზონში სეშენსის საშუალო მაჩვენებლები

იყო - 8.2 ქულა, 3.1 შედეგიანი პასი და 2.6 მოხსნა. ჰოლინზი საშუალო სტატისტიკა 6.1 ქულასა და 2.8 მოხსნას შეადგენდა.

კრის პოლსა და "ნიუ ორლეან ჰორნეტსს" შორის უთანხმოება მოგვარდა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელი აღარ აპირებს სხვა გუნდში გადასვლას. როგორც იცით, პოლი უკმაყოფილებას გამოთქვამდა კლუბის სამომავლო გეგმების გამო, ამიტომაც ხელმძღვანელობას სხვა გუნდში დაუყოვნებლივ გაშვება მოსთხოვა.
გუშინ გაიმართა პოლისა და "ჰორნეტსის" შეფების შეხვედრა, რომელზეც კალათბურთელს აღარ მოუთხოვია ტრეიდი. როგორც "ნიუ ორლეანის" გენერალური მენეჯერი დელ დემპსი ამბობს, კრისი კმაყოფილი დარჩა კლუბის სამომავლო განვითარების გეგმებით და დარწმუნებულია, რომ პოლი მრავალი წლით დარჩება "ნიუ ორლეანში".
თავად კალათბურთელიც ოპტიმისტურად არის განწყობილი: "შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. მოხარული ვარ, რომ მთავარ მწვრთნელ უილიამსთან, პრეზიდენტ უებერთან და ახალ გენერალურ მენეჯერ დელ დემპსისთან შეხვედრის საშუალება მომეცა. მათ ჩემი საჩემპიონო ამბიციების შესახებ მოვახსენე, რის შემდეგაც კლუბის შემდგომი განვითარების სტრატეგია მოვისმინე. პროექტი მომეწონა. მთელი კარიერის განმავლობაში "ჰორნეტსის" რიგებში გამოვდივარ და იმედია, კიდევ მრავალი წელი მოვემსახურები ნიუ ორლეანსა და ლუიზიანას შტატს".

საინტერესო ტრანსფერს გეგმავს "ჩიკაგო ბულზი". "ხარების" ხელმძღვანელობას არაფერი აქვს საწინააღმდეგო ტრეისი მაკგრეიდის გაფორმებაზე, ოღონდ ვეტერან ვარსკვლავს საკუთარ პირობებს უყენებს - კალათბურთელი იმ შემთხვევაში მოაწერს კონტრაქტს ხელს, თუ წარმატებით გაივლის სამედიცინო შემოწმებას და დათანხმდება სათადარიგო მოთამაშის როლს.
ტი-მაკს დღე ელოდებიან ჩიკაგოში სამედიცინო შემოწმების გასავლელად.
ტრეისიმ ადრე განაცხადა, რომ "ჰიუსტონთან" და "ნიუ იორკთან" სარფიანი კონტრაქტების შემდეგ მისთვის ხელფასის ოდენობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საინტერესოა, რა რეაქცია ექნება მაკგრეიდის იმ შემთხვევაში, თუ "ჩიკაგო" არაგარანტირებულ კონტრაქტს შესთავაზებს. ჭორების მიხედვით, სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმას აპირებს "ბულზის" ხელმძღვანელობა.


არ გამართლდა ჭორი ვეტერანი გამთამაშებლის სტეფონ მარბერისა და "მაიამი ჰიტის" სავარაუდო გარიგების შესახებ. 33 წლის კალათბურთელმა, რომელსაც რამდენიმე ევროპული კლუბიც იწვევდა, ჩინეთში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.
მარბერიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა ჩინეთის ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "შანსი ჩონგუსთან". სტეფონი ამ კლუბში შარშან გადავიდა მას შემდეგ, რაც უშედეგოდ სცადა NBA-ის რომელიმე გუნდთან კონტრაქტის გაფორმება.
შარშან ჩინეთის ჩემპიონატში ამერიკელი მცველი საშუალოდ 22.9 ქულასა და 9.5 მოხსნას აგროვებდა. ის აგრეთვე ჩინული "ოლ სტარის" ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 1 /
შვილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დღევანდელი მსოფლიოს მარკეტინგული თავისებურებების გათვალისწინებით, თავად დონ დიეგოს რომ დაეწყო მოდელობა, ბევრად უფრო წარმატებული იქნებოდა...
მ. ტ.
18:38 06-12-2019
0

სიახლეები პოპულარული