დასავლეთში ერთი მეოთხედფინალური დუეტი "ლეიკერსმა" და "დალასმა" შეადგინეს, აღმოსავლეთში კი "ბოსტონი" "მაიამის" შეხვდება, "ატლანტა" - "ჩიკაგოს".
დასავლეთი
ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 80:98 (16:18, 18:22, 23:29, 23:29)
ნ-ო: ლენდრი (19), არიზა (12+5 მოხსნა+5 პასი), ბელინელი (11), პოლი (10+11 პასი+8 მოხსნა), გრინი (9), ოკაფორი (7+7 მოხსნა), ჯეკი (6), სმიტი (4), პონდექსტერი (2).
ლ: ბრაიანტი (24), ბინუმი (18+12 მოხსნა), გასოლი (16+8 მოხსნა), ოდომი (14+8 მოხსნა), ბარნსი (8+5 მოხსნა), ბრაუნი
სერია: 2-4
მოქმედმა ჩემპიონებმა აღარ მიიყვანეს საქმე მეშვიდე მატჩამდე და სტუმრად დამაჯერებლად დაამარცხეს "ნიუ ორლეანი". სწორედ მეექვსე შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ამ გუნდებს შორის კლასში შესამჩნევი განსხვავებაა. როცა კრის პოლი უმაღლეს დონეზე თამაშობდა, "ჰორნეტსი" სერიას უნარჩუნებდა ინტრიგას, მაგრამ, როგორც კი ამ ბრწყინვალე პლეიმეიკერმა უკლო თამაშს, მისი გუნდი მაშინვე ფსკერზე დაეშვა. "ლეიკერსში" საკმარისად არიან მოთამაშეები, რომლებიც კობი ბრაიანტისა და პაუ გასოლის ცუდი თამაშის კომპენსირებას მოახდენენ, პოლს კი ასეთი მხოლოდ ტრევორ არიზა ჰყავდა.
გუშინდელ მატჩში "ლეიკერსის" უპირატესობა სამწამიან ზონაში ტოტალურმა დომინირებამ განაპირობა. მათ გზა გადაუკეტეს პოლს, ბოლოსკენ კი ეს უპირატესობა კოლოსალური გახდა. გარდა იმისა, რომ სტატისტიკაში იყო დიდი განსხვავება, "ლეიკერსმა" ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდში მოიგო ფარზე ბრძოლა. ასე რომ, მასპინძლებს გადარჩენის მინიმალური შანსიც არ ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც მესამე მეოთხედის შუაში სხვაობამ ორნიშნა რიცხვს მიაღწია, უპირატესობა საფინალო სირენამდე მხოლოდ იზრდებოდა.
პორტლენდი-დალასი 96:103
27:19, 16:33, 19:23, 34:28
პ: უოლასი (32+12 მოხსნა), ოლდრიჯი (24+10 მოხსნა), მეტიუზი (19), როი (9), მილერი (5), ფერნანდესი (3), კემბი (2+9 მოხსნა), ჯონსონი (2).
დ: ნოვიცკი (33+11 მოხსნა), ტერი (22+8 პასი), მერიონი (16+6 მოხსნა), ჩენდლერი (9+7 მოხსნა), კიდი (7+6 პასი), ბარეა (7), სტოიაკოვიჩი (6), სტივენსონი (3).
სერია: 2-4
"დალასმა" მიბაძა თავის მომავალ მეტოქეს "ლეიკერსს" და არც მან გააგრძელა სერია შვიდ მატჩამდე. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან "კოვბოების" მარცხის შემთხვევაში "ლეიკერსს" უფრო მეტი დასვენების საშუალება მიეცემოდა.
მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა - ლამარკუს ოლდრიჯის ტყორცნის შემდეგ ანგარიში 17:7 გახდა "პორტლენდის" სასარგებლოდ. საერთოდ, იმ საღამოს ოლდრიჯისა და ჯერალდ უოლასის წყვილი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და ისე ჩანდა, რომ მათ მიერ აღებული ტემპი ბოლომდე შენარჩუნდებოდა. მასპინძლების სასარგებლოდ ისიც ლაპარაკობდა, რომ ამ გუნდებმა წელს უკვე ცხრა მატჩი ჩაატარეს ერთმანეთში და ყოველთვის გამარჯვებული მასპინძელი გამოდიოდა.
მაგრამ ამჯერად ტრადიცია დაირღვა. თუმცა მარცხის თავიდან ასაცილებლად "პორტლენდმა" არასპორტული მეთოდებიც გამოიყენა. მასპინძლების ახალბედამ კრის ჯონსონმა (სხვათა შორის, D-ლიგის საუკეთესო დამცველმა) თვით დირკ ნოვიცკის სახეში ჩაარტყა. ეპიზოდი ძალიან ულამაზოდ ჩანდა. გერმანელმა თავის სტილში გადაუხადა სამაგიერო - შედეგიანი თამაშით. მეორე მეოთხედში დირკმა 13 ქულა დააგროვა, მისმა გუნდმა კი ისეთი ტემპი აიღო, რომ მასპინძლები უბრალოდ დაიბნენ.
"ბლეიზერსი" მხოლოდ ბოლოსკენ გამოცოცხლდა. 17-ქულიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა - 85:86 ჯერალდ უოლასის გაქცევის შემდეგ. მაგრამ ჯეისონ კიდის სამქულიანმა, ჯეისონ ტერის ორმა საშუალო ტყორცნამ და ნოვიცკის ზედიზედ რვა ზუსტმა საჯარიმომ გაცოცხლებული ინტრიგა გააქრო.
აღმოსავლეთი
ატლანტა-ორლანდო 84:81
23:18, 19:18, 20:19, 22:26
ა: ჯონსონი (23+10 მოხსნა), კროუფორდი (19), ჰაინრიხი (11), ჰორფორდი (10+12 მოხსნა+6 პასი), უილიამსი (10), სმიტი (8), კოლინზი (2), ფაჩულია (1+5 მოხსნა).
ო: ჰოვარდი (25+15 მოხსნა), თურქოგლუ (15), ნელსონი (11+6 პასი), ჯ. რიჩარდსონი (7), ბასი (6), რედიკი (6), არენასი (6), ანდერსონი (5).
სერია: 4-2