"სუპერმენს" "ორლანდო" აღარ უნდა

AutoSharing Option
პლეი ოფში "ორლანდოს" მორიგი ფიასკოს შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ გუნდის ლიდერის, ლიგის საუკეთესო ცენტრის დუაიტ ჰოვარდის მომავალი კარიერა.

"მეჯიქის" ვიცე-პრეზიდენტმა ოტის სმიტმა განაცხადა, რომ კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა "სუპერმენს". წესების თანახმად, პირველ ივლისამდე "ორლანდოს" კალათბურთელისთვის მხოლოდ ორწლიანი ხელშეკრულების შეთავაზება შეუძლია.

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს სმიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰოვარდმა ახალ პირობებზე უარი განაცხადა, რაც დუაიტის განწყობას ადასტურებს - სუპერცენტრს უფრო ძლიერ და ამბიციურ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ოტის სმიტს შეცდომაში
შეჰყავს საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში ჰოვარდთან მისულმა ჟურნალისტებმა კალათბურთელისგან ასეთი კომენტარი მიიღეს: "ახალი კონტრაქტი თვალით არ მინახავს".

შეგახსენებთ, რომ "სუპერმენი" 2011-12 წლების სეზონის შემდეგ გახდება თავისუფალი აგენტი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაიამიში წადიიიი!
0

სიახლეები პოპულარული