MVP დერიკ როუზი გახდა

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" 22 წლის მცველი დერიკ როუზი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა MVP გახდა. ამ არაოფიციალურ ინფორმაციას სიტუაციასთან დაახლოებულ სანდო წყაროზე დაყრდნობით ESPN აქვეყნებს.

როუზმა თავის გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში 62 მატჩში გაამარჯვებინა, რითაც "ბულზი" სეზონის საუკეთესო გუნდი გახდა. შეგახსენებთ, რომ დერიკი 2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი იყო და სადებიუტო სეზონში საუკეთესო ახალბედას პრიზი დაიმსახურა. წელს მისი საშუალო სტატისტიკა 25.0 ქულას, 7.7 შედეგიან პასსა და 4.1 მოხსნას უდრიდა.

"ჩიკაგოს" შემადგენლობიდან სეზონის უძვირფასეს მოთამაშედ ბოლოს მაიკლ ჯორდანი დაასახელეს 1998 წელს.


* * *
ამერიკული პრესის ვარაუდით, მომავალი სეზონიდან NBA-ის ჩემპიონს "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ბრაიან შო გაწვრთნის. დღეს ეს სპეციალისტი კალიფორნიულ კლუბში მთავარი მწვრთნელის, ფილ ჯექსონის ასისტენტის მოვალეობებს ასრულებს.

"ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელის შერჩევის საქმე კლუბის მფლობელთა პრეროგატივაა და ვცდილობ, მათ საქმეებში არ ჩავერიო. მაგრამ პირადად მე "ლეიკერსის" ახალ მწვრთნელად რომელიმე ჩემს თანაშემწეს ვისურვებდი", - ამბობს ფილ ჯექსონი, რომელსაც ამ სეზონის შემდეგ სამწვრთნელო მოღვაწეობის დასრულება აქვს გადაწყვეტილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული