ზედიზედ მეორე მატჩია "ლეიკერსი" საკუთარ თავს არ ჰგავს. რა თქმა უნდა, შეიძლება ამ გუნდის ლიდერების ნაკლზე ლაპარაკი, მაგრამ მთავარი დამსახურება "მავერიქსსა" და მის მწვრთნელს რიკ კარლაილს მიუძღვის. მის მიერ ორგანიზებული დაცვა ბრწყინვალედ გამოიყურება. ამის დამადასტურებელია ერთი მარტივი სტატისტიკური მონაცემი - ჩემპიონი ორ საშინაო შეხვედრაში სულ რაღაც 87.5 ქულას
კვლავინდებურად ბრწყინვალეა დირკ ნოვიცკი. ფილ ჯექსონი ვერაფერს უხერხებს "დიდ გერმანელს". პაუ გასოლი აშკარად ჩამორჩება ტემპში დირკს, ხოლო ლამარ ოდომისა და რონ არტესტის წინააღმდეგობას ნოვიცკი უბრალოდ არ იმჩნევს.
დიდი როლი ენიჭება სათადარიგო მოთამაშეების ფაქტორს. ჯერჯერობით "დალასის" რეზერვისტები ერთი თავით მაღლა დგანან მეტოქისაზე. მეორე მატჩში ეს თვალნათლივ გამოჩნდა. შეცვლაზე შესულმა ოდომმა და შენონ ბრაუნმა 6-6 ქულა დააგროვეს - აი, ასეთი სარგებლობა იყო კალიფორნიელთა რეზერვისტებისგან. "დალასში" 12 ქულა ერთმა ხოსე ბარეამ დააგროვა, რომელმაც იმ დღეს შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
სწორედ მასზე "აიკიდა" მატჩის ბოლოს გაძევება არტესტმა. კალიფორნიელთა ფორვარდმა რატომღაც სახეში სილა გააწნა მინიატურულ პუერტორიკოელს, არადა, სიტუაცია ამას არ მოითხოვდა. ახლა, რონს შეიძლება შემდეგი მატჩი გამოატოვებინონ. საერთოდ, "დალასის" სათადარიგოთა სკამმა 30 ქულა დააგროვა, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი "+33"-ს უდრიდა. "ლეიკერსის" რეზერვისტთა ანალოგიური მაჩვენებელი "-33" იყო.
დასავლეთი
ლეიკერსი-დალასი 81:93
20:26, 29:25, 13:17, 19:25
ლ: ბრაიანტი (23+5 ჩაჭრა), ბინუმი (18+13 მოხსნა), პ. გასოლი (13+10 მოხსნა), არტესტი (11+6 მოხსნა+3 დაფარება), ოდომი (6+9 მოხსნა), ბრაუნი (6), ფიშერი (4+5 პასი).
დ: ნოვიცკი (24+7 მოხსნა), მერიონი (14+9 მოხსნა), ბარეა (12), კიდი (10+6 პასი), ტერი (9+5 პასი), სტივენსონი (9), ჩენდლერი (6+7 მოხსნა), ჰეივუდი (5+8 მოხსნა), სტოიაკოვიჩი (4).
სერია: 0-2