არადა, მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად იწყებოდა. ლებრონ ჯეიმსის აქტიურობით "მაიამიმ" ზედიზედ ორი წარმატებული შეტევა განახორციელა და 4:0 დაწინაურდა. რა თქმა უნდა, "ჩიკაგოს" მხრიდან პასუხის გაცემა დერეკ როუზს ევალებოდა, მანაც ჯერ საშუალო მანძილიდან ჩააგდო, შემდეგ შორიდან, ბოლომ კი ჟოაკიმ ნოაც ახეირა - 7:6 მასპინძლების სასარგებლოდ.
საერთო ჯამში, პირველ მეოთხედში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ,
მეორე მეოთხედიც დაახლოებით ანალოგიური სცენარით ვითარდებოდა. "ჰიტი" გაქცევას ლამობდა, "ბულზი" - დაწევას. დიდ შესვენებამდე 2 წუთითა და 53 წამით ადრე ამ დევნამ შედეგი გამოიღო - 42:42. დაახლოებით ერთ წუთში კი "ხარები" წინ გავიდნენ - ბუზერმა შეტევაში მოხსნა ბურთი და თავად დაასრულა შეტევა. თუმცა გასახდელში გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ - კრის ბოშმა როუზის ორქულიანს ორი ზუსტი შეტევით უპასუხა.
პირველ ტაიმში როუზმა რამდენიმე უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მეორეში ნახევარში მათ გამოსწორებას მიჰყო ხელი. დასვენებულმა ორმაგი ენერგიით გააგრძელა თამაში და ამან მაშინვე მოიტანა შედეგი. მეოთხედის ბოლოს 10:0 გაქცევის წყალობით მასპინძლები 11 ქულით გავიდნენ წინ, ასეთ დაძაბულ თამაშში კი ეს სოლიდური ფორა იყო. ხოლო ბოლო მეოთხედის დაწყებიდან ორი წუთის თავზე სტუმრების მდგომარეობა კრიტიკული გახდა - 66:83 სი ჯეი უოტსონის სამქულიანის შემდეგ. ერიკ სპოელსტრამ ზედიზედ ორი ტაიმ-აუტი აიღო, მაგრამ შეგირდების თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა. არ იმუშავა "მაიამის" მთავარმა იარაღმა - "დიდმა ტრიომ". ჯეიმსის, უეიდისა და ბოშის სამეულიდან მხოლოდ ეს უკანასკნელი იმსახურებს ქებას (თამაშიდან - 12/18 და საჯარიმო - 6/6).
პირველი მატჩის ბედი საბოლოო საფინალო სირენამდე 2 წუთითა და 56 წამით ადრე გადაწყდა. დენგის ზუსტი სროლის შემდეგ ანგარიში იყო 99:80 მასპინძელთა სასარგებლოდ. ბრიტანელი საერთოდ მატჩის გმირი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ 21 ქულა, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა (საუკეთესო იყო სარგებლიანობის კოეფიციენტით- "+18"), მან დაცვაში თითქოს შეუძლებელი შეძლო - შეაჩერა ლებრონი.
ცუდად არც "ჩიკაგოს" მაღლები" გამოიყურებოდნენ. მართალია, კრის ბოშს ვერ გაუმკლავდნენ, სამაგიეროდ, მოხსნებში მოუტანეს საკუთარი გუნდს სოლიდური უპირატესობა - 45:33, მეტოქის ფარზე კი საერთოდ დომინირებდნენ. მარტო ნოამ შეტევაში ორით მეტი მოხსნა გააკეთა, ვიდრე ერთად აღებულმა ყველა მაიამელმა - 8:6! გარდა ამისა, მასპინძლებმა კარგად გადაუკეტეს სამწამიანისკენ მიმავალი გზები ჯეიმსსა და უეიდს.
რა თქმა უნდა, სპოელსტრა და მისი ვარსკვლავი შეგირდები იპოვნიან გზებს სიტუაციის შესაცვლელად, მაგრამ ეს სწრაფად უნდა გააკეთონ, რადგან ამ მომენტისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა "ჩიკაგოს" მხარესაა.
აღმოსავლეთი
ჩიკაგო-მაიამი 103:82
20:23, 28:25, 24:15, 31:19
ჩ: როუზი (28+6 პასი), დენგი (21+7 მოხსნა), ბუზერი (14+9 მოხსნა), ნოა (9+14 მოხსნა), გიბსონი (9+7 მოხსნა), ბრიუერი (8), აშიქი (5), ბოგანსი (3), უოტსონი (3), კორვერი (3).
მ: ბოში (30+9 მოხსნა), უეიდი (18), ჯეიმსი (15+6 პასი), ჩელმერსი (9), ჯონსი (4), ბიბი (4), მაგლოირი (2).
სერია: 1-0