კიდი წასვლას არ აპირებს

AutoSharing Option
სასიამოვნო ინფორმაცია შეიტყვეს "დალას მავერიქსის" გულშემატკივრებმა. ამ გუნდის 38 წლის გამთამაშებელმა ჯეისონ კიდმა განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას. ვეტერანი კალათბურთელის თქმით, მას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი საკმარისი ენერგია იმისთვის, რომ მოედანზე გავიდეს და გუნდს სარგებლობა მოუტანოს.

"წასვლას არ ვაპირებ, - განაცხადა Yahoo! Sports-თან კომენტარში კიდმა. - "დალასთან" მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ვაპირებ ის ბოლომდე გამოვიმუშავო. სანამ ძალა მექნება, მოედანზე გავალ და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ".

წლევანდელ რეგულარულში კიდმა 80 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 7.9 ქულა დააგროვა. "დალასი" ამჟამად დასავლეთი
კონფერენციის ფინალშია გასული. "ოკლაჰომასთან" სერიის პირველი მატჩი გუშინ უნდა გამართულიყო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული