"დალას მავერიქსის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ პლეიოფის მატჩებში ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების რეკორდი დაამხო. 18 მაისს ღამით "ოკლაჰომა სიტისთან თანდერსთან" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ნოვიცკიმ 24-დან 24 საჯარიმო ჩააგდო. "დალასმა" 121:112 მოიგო.
ნოვიცკიმ ზუსტად შესრულებული საჯარიმო ტყორცნების რეკორდი "ბოსტონ სელტიკსის" მცველს პოლ პირსს ჩამოართვა. 2003 წლის პლეიოფში პირსმა "ინდიანა პეისერსთან" პირველი რაუნდის შეხვედრაში 21-დან 21 საჯარიმო ჩააგდო.
"ოკლაჰომასთან" მატჩში ნოვიცკიმ 48 ქულა მოაგროვა. ეს შედეგიანობა ნბა-ს 2011 წლის სეზონისთვის სარეკორდოა. სერიის მეორე მატჩი, რომელიც ოთხ მოგებამდე გაგრძელდება 19 მაისს "დალასის" მოედანზე გაიმართება.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულები "ჩიკაგო ბულსი" და "მაიამი ჰიტი" ხვდებიან. პირველ მატჩში გამარჯვება "ჩიკაგომ" მოიპოვა, 103:82. მეორე თამაში 18 მაისს გაიმართება.