საინტერესო რეიტინგი შეადგინა ამერიკელმა სპორტულმა ჟურნალმა Sports Illustrated-მა. გამოკითხულ გულშემატკივრებს უნდა დაესახელებინათ "სპორტის ისტორიაში ყველაზე საძულველი" გუნდი. საბოლოოდ, ჟურნალმა 25-გუნდიანი სია შეადგინა, რომლებიც ყველაზე მეტად არ მოსწონთ სპორტის მოყვარულებს.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა 1986 წელს მაიამის უნივერსიტე
ტის ამერიკული ფეხბურთის გუნდი. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაიამელი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ "დაემცირებინათ და დაეშინებინათ მეტოქეები".
მეორე ადგილი ერგო NBA-ის კლუბ "დეტროიტ პისტონზს", კერძოდ ამ გუნდის 1988-89 წლების შემადგენლობას. მესამეზე გავიდა ამერიკული ფეხბურთის კლუბის - "დალას კოვბოის" 1992 წლის შემადგენლობა.
რეიტინგში ერთადერთი საფეხბურთო
ჰოკეის გუნდებიდან ყველაზე მაღლა რეიტინგში 1974-75 წლების "ფილადელფია ფლაიერზი" აღმოჩნდა. ეს გუნდი, ისევე როგორც სიის უმეტესი ნაწილი, კლასიფიკაციაში უხეში თამაშის გამო მოხვდა. კერძოდ, Sports Illustrated აღნიშნავს, რომ "ფილადელფია" პირველი კლუბია NHL-ში, რომელმაც ტაქტიკად მეტოქეთა დაშინება აირჩია.
აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის კალათბურთელთა ნაკრების მე-14 ადგილი. 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე საბჭოელებმა ფინალში ამერიკის ნაკრებს ბოლო წამზე ბელოვის ლეგენდარული ტყორცნის შემდეგ მოუგეს. მანამდე აშშ-ის არასოდეს წაეგო ოლიმპიადის ფინალში. Sports Illustrated წერს, რომ ამერიკელ ფანებს "ეზიზღებოდათ ყველაფერი, რაც სსრკ-ს უკავშირდებოდა: მათი პოლიტიკა, წითელი ფორმა, თამაშის სტილი და მოღუშული სახეები".
ლელო