პირველი ნომერი "კლივლენდისაა"

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გაიმართა ტრადიციული დრაფტ-ლატარეა, რის შემდეგაც გაირკვა 2011 წლის დრაფტზე ახალბედა კალათბურთელის არჩევის მიმდევრობა.

2003 წლის შემდეგ პირველად დრაფტის პირველი ნომერი ერგო "კლივლენდ კავალიერზს". ეს იმის წყალობით მოხდა, რომ ამ ზამთარს "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" განხორციელებული ტრეიდით "კლივლენდს" კალიფორნიული კლუბისგან დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება ერგო. ლატარეაში პირველი სწორედ ის ბურთი ამოვიდა, რომელზეც "კლიპერსის" სახელი ეწერა. შეგახსენებთ, რომ რვა წლის წინ "კავალიერზმა" დრაფტში პირველ ნომრად ლებრონ ჯეიმსი აიყვანა.

თავად "კლივლენდის" ბურთი მეოთხე ნომრად ამოვიდა, ასე რომ ამ კლუბის ხელმძღვანელობა
ლატარეით კმაყოფილი უნდა იყოს.
მომავალი დრაფტის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. კლივლენდი
2. მინესოტა
3. იუტა
4. კლივლენდი
5. ტორონტო
6. ვაშინგტონი
7. საკრამენტო
8. დეტროიტი
9. შარლოტი
10. მილუოკი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული