წინა მატჩში სამარცხვინო წაგების შემდეგ "მაიამი" დროულად მოეგო გონს და დაცვითი თამაშის ნამდვილი გაკვეთილი ჩაუტარა მეტოქეს. სტუმრებმა მხოლოდ 75 ქულა გაუშვეს, აქედან 29 მეორე ტაიმში, ტყორცნების 34.1 პროცენტი ჩააგდებინეს და 20-დან მხოლოდ სამი სამქულიანი გამოაყენებინეს მეტოქეს. ფლორიდელმა სუპერვარსკვლავებმა ყველაფერი დადეს მოედანზე, რათა დაევიწყებინათ გულშემატკივრებისთვის წინა შეხვედრა.
პირველ მატჩში ლუოლ დენგთან
დუეინ უეიდმაც მოახდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც შეეხება "დიდი ტრიოს" მესამე წევრს - კრის ბოშს, წინა მატჩთან შედარებით მან მკვეთრად უკლო - პირველ შეხვედრაში 30 ქულა ჰქონდა, ახლა მხოლოდ - ათი. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფორვარდი ჩრდილში იმის გამო მოექცა, რომ მისმა პარტნიორებმა გაილაღეს და არა იმიტომ, რომ ბევრი სროლა ააცილა. ბოშმა ამ მატჩში რვაჯერ ისროლა და ოთხჯერ ზუსტად. სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით კი საუკეთესო იყო ორივე გუნდის რიგებში - "+22". აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დაცვაში ბოში ძალიან საიმედო და სასარგებლო იყო.
შესანიშნავად გამოიყურებოდა ბოშის შემცვლელი უდონის ჰასლემი. ეს უნივერსალი ფორვარდი, როგორც იქნა, სრულად გამოჯანმრთელდა და 23 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა.
"ხარების" რიგებში კი ვინმეს გამოყოფა რთულია. დენგზე უკვე გითხარით, ჟოაკიმ ნოა ცუდი იყო, კარლოს ბუზერი - საშინელი, სეზონის MVP-ს დერიკ როუზს კი ამჯერად თამაში არ წაუვიდა. 21 ქულა, 8 შედეგიანი პასი და 6 მოხსნა ერთი შეხედვით კარგი სტატისტიკაა, მაგრამ საშინელი შედეგია 23 ტყორცნიდან მხოლოდ შვიდი ჩაგდება. ეს რეალიზაციის 30.4 პროცენტი გახლავთ. საერთოდაც, მასპინძლების სასტარტო ხუთეული ერთიანად მოექცა ჩრდილში - სარგებლიანობის კოეფიციენტი "-45"-ს უდრიდა. პოზიტიური კუთხით მხოლოდ "ჩიკაგოს" სათადარიგოების - გიბსონის, ბრიუერისა და აშიქის გამოყოფა შეიძლება.
სხვათა შორის, "ჩიკაგოს" მარცხი იმ მომენტიდან დაიწყო, როცა მოედანი თურქმა ცენტრმა დატოვა. ევროპელმა ახალბედამ ნიკაპი იმ დროს დაიზიანა, როცა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო - 73:73. სათამაშო რჩებოდა დაახლოებით ოთხნახევარი წუთი და დროის დარჩენილი მონაკვეთი ფლორიდელებმა 12:2 მოიგეს. ის, რომ ბოლო ოთხ "ჩიკაგომ" მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, ადგილობრივი პუბლიკისთვის ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. ახლა უკვე "ხარებს" სჭირდებათ ფსიქოლოგიური შოკიდან გამოსვლა. წინ ორი მატჩია მაიამიში.
აღმოსავლეთი
ჩიკაგო-მაიამი 75:85
26:19, 20:29, 19:23, 10:14
ჩ: როუზი (21+8 პასი+6 მოხსნა), დენგი (13+5 მოხსნა), ნოა (9+8 მოხსნა), გიბსონი (8+3 დაფარება), ბუზერი (7+8 მოხსნა+2 დაფარება), ბრიუერი (7), ბოგანსი (5), კორვერი (3), უოტსონი (2), აშიქი.
მ: ჯეიმსი (29+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), უეიდი (24+9 მოხსნა+2 დაფარება), ჰაესლემი (13+5 მოხსნა), ბოში (10+8 მოხსნა), ბიბი (5+4 პასი), მაგლოირი (2), მილერი (2+7 მოხსნა), ენტონი, ჰოვარდი, ჯონსი, ჩელმერსი.
სერია: 1-1