ერთ-ერთი პოტენციური "ლებრონ ჯეიმსი" შეიძლება გახდეს "არიზონას" ფორვარდი დერიკ უილიამსი. ყოველ შემთხვევაში, კალათბურთელი ამ აზრს სრულად იზიარებს.
"ვფიქრობ, სწორედ მე გავხდები დრაფტის პირველი ნომერი, რადგან NCAA-ის ყველაზე ვარსკვლავური მოთამაშე ვარ. ამიტომაც "კლივლენდში"
* * *
რაც შეეხება ნამდვილ ლებრონ ჯეიმსს, მას შეუძლია კომპანია "ნაიკს" უდიდესი ფინანსური მოგება მოუტანოს. კერძოდ, თუ წელს "მაიამი ჰიტის" ლიდერი კარიერაში პირველ ტიტულს მოიგებს, ამერიკული კომპანია ჩინეთში საკუთარი ატრიბუტიკის რეალიზაციით 4 მილიარდი დოლარის მოგებას ნახავს.
NBA-ის ერთ-ერთ უპირველეს ვარსკვლავს უკვე აქვს MVP-ის ორი ტიტული და ოლიმპიადის ოქროს მედალი. NBA-ის ჩემპიონის წოდება კი ლებრონს ამ რეგიონში პოპულარობით მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს გაუთანაბრებს.
"ჩინელ ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ლებრონი, მაგრამ აქ მისი პოპულარობა რამდენამდე შეზღუდულია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჯეიმსს ჯერაც არ მოუპოვებია NBA-ის ჩემპიონის ტიტული", - ამბობს ტერი როუდსი, რომელიც რვა წელი მუშაობდა შანხაიში "ნაიკის" მარკეტინგული სამსახურის დირექტორად.