სამწვრთნელო ამბები

AutoSharing Option
"მინესოტა ტიმბერვულვზის" ყოფილი გენერალური მენეჯერი და ამჟამად ტელეკომენტატორი კევინ მაკჰეილი "ჰიუსტონ როკეტსის" მთავარი მწვრთნელი გახდა. კლუბმა და სპეციალისტმა სამწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. მაკჰეილი სამწვრთნელო შტაბს უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ "როკეტსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე პრეტენზიას აცხადებდნენ "ბოსტონში" დოკ რივერსის თანაშემწე ლოურენს ფრენკი და "დალასში" რიკ კარლაილის ასისტენტი დუეინ კეისი. გასულ სეზონში "ჰიუსტონის" მთავარი მწვრთნელი იყო რიკ ადელმანი.

53 წლის მაკჰეილი 1980 წელს "ბოსტონმა" აირჩია დრაფტის მესამე ნომრად. კევინმა ამ გუნდში სამჯერ მოიგო ჩემპიონატის ტიტული.


* * *
"ვალენსიამ" არ მოისურვა
სერბ სპეციალისტთან სვეტისლავ პეშიჩთან კონტრაქტის გაგრძელება და მომავალი სეზონისთვის ახალ მწვრთნელს იპოვნის. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას "ვალენსიამ" ახალი ხელშეკრულება შესთავაზა 61 წლის სპეციალისტს, მაგრამ ახლა უარი თქვა მის გაფორმებაზე.

"ვალენსია" ახალი სპეციალისტის ძებნას იწყებს", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

სვეტისლავ პეშიჩმა ლევანტიური კლუბი ამ სეზონში საშინელი სტარტის შემდეგ ჩაიბარა, გუნდი ევროლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა და მესამე ადგილი მოაპოვებინა ესპანეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონში. თუმცა პლეი ოფში "ვალენსიამ" ფავორიტის რანგში საკმაოდ იოლად დათმო სერია "ბილბაოსთან" - 0:2.

სხვათა შორის, პეშიჩს ერთი პირობა მადრიდის "რეალის"მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ სერბი ახალ სეზონში "კახა ლაბორალს" გაწვრთნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული