NBA-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში "მაიამიმ" საკუთარ მოედანზე "დალასი" 92:84 (16:17, 27:27, 22:17, 27:23) დაამარცხა. მასპინძლების გაამრჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა შეიტანეს, რომელთაც შესაბამისად 24 და 22 ქულას მოუყარეს თავი.
სტუმართა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი დირკ ნოვიცკი იყო, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა.
ფინალური სერიის მეორე მატჩი 2 ივნისს გაიმართება.