38 წლის ვეტერანმა გამთამაშებელმა ამ მაჩვენებლით აჯობა რონ ჰარპერს, რომელიც 2000 წლის ფინალში "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მაისურით თამაშობდა. მაშინ რონი 36 წლის იყო.
"ასაკზე არ ვფიქრობ, მით უმეტეს, არც რეკორდზე. მხოლოდ იშვიათად ვიხსენებ "ნიუ ჯერსი ნეტსში" გატარებულ წლებს და ვფიქრობ: რა სამწუხაროა, რომ მაშინ საჩემპიონო ბეჭდების მოპოვება ვერ შევძელით.
იმედი მაქვს, ერთხელ მაინც
* * *
სუპერფინალის კიდევ ერთმა მონაწილემ, "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა დუეინ უეიდმა თავისი კლუბისადმი ერთგულება დაადასტურა და განაცხადა, რომ სწორედ "ჰიტში" სურს კარიერის დასრულება.
"ვფიქრობ კარგია, როცა NBA-ის ვარსკვლავი და კლუბის წამყვანი მოთამაშე ხარ და გინდა ჩემპიონობის მოპოვება. მაგრამ, როცა შენი გუნდი ამის საშუალებას ვერ გაძლევს, ბოლოს და ბოლოს სხვაგან გადასვლაზე ფიქრობ.
მაგრამ, ხშირად ამ შემთხვევაშიც საჩემპიონო ბეჭდის გარეშე რჩები. ამიტომაც მოხარული ვარ, რომ ჩემპიონი სწორედ აქ "მაიამიში" გავხდი და არ მომიწია გუნდის შეცვლა. იმედია, ეს არასოდეს მოხდება.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივი იქნება კარიერის "მაიამიში" დასრულება", - ამბობს უეიდი.
სმიტი ისეთ შარშია
მორიგ სკანდალში გაეხვია "დენვერ ნაგეტსის" მცველი ჯეი არ სმიტი. ამჯერად ფლორიდის პოლიციამ კალათბურთელი სკუტერის მართვის გამო დააკავა - საქმე ისაა, რომ სმიტს არ ჰქონდა ამ სატრანსპორტო საშუალებით სეირნობის უფლება. ახლა ამ საქციელის გამო დენვერელს სასამართლოს წინაშე მოუწევს გამოცხადება. საქმის მოსმენა მომავალ თვეშია დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სმიტს მსგავსი პრობლემა ერთხელ უკვე ჰქონდა, როცა 2007 წელს ავტომობილის სახიფათოდ მართვის გამო ავარიაში მოყვა. ამ ინციდენტის შედეგად სმიტის მეგობარი ანდრე ბელი დაიღუპა. მაშინ NBA-მ ჯეი არს შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.