დუეინ უეიდმა ამ მატჩში "მაიამის" 29 ქულა მოუტანა. თუმცა სტუმრების დაცვამ "მავერიქსის" მოთამაშის დირკ ნოვიცკის შეჩერება ვერ შეძლო, რომელმაც 34 ქულა მიითვალა.
ამასთან, გერმანელმა სნაიპერმა ბოლო მეოთხედში 15 ქულა მოაგროვა. ლებრონ ჯეიმსმა "მაიამის" 17 ქულა შესძინა და 9 შედეგიანი პასიც მიითვალა.
სერიის ანგარიშია 2:1 "მაიამის" სასარგებლოდ. მომდევნო ორ მატჩს დალასი უმასპინძლებს, ხოლო მეექვსე და მეშვიდე დაპირისპირება (თუკი საჭირო გახდა), მაიამიში გაიმართება.