"დალასმა" NBA-ს ჩემპიონატი პირველად მოიგო

AutoSharing Option
"დალას მავერიქსმა" პლეიოფის ფინალური სერიის მეექვსე მატჩში "მაიამი" დაამარცხა და პირველად ისტორიაში NBA-ს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "დალასმა" 105:95 მოიგო, და ოთხ მოგებამდე სერიაში მეტოქე ანგარიშით 4:2 დაჯაბნა.

"დალასის" მცველმა ჯეისონ ტერიმ 27 ქულა მოაგროვა. ტეხასელთა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ თავის კლუბს 21 ქულა მოუტანა და ამასთან სერიის ყველაზე ფასეული მოთამაშე გახდა საშუალოდ მატჩში მოპოვებული 26 ქულით.

"მაიამი ჰიტს" 21 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოუტანა. 19 ქულა კრის ბოშმა ჩააგდო, 18 - მარიო ჩალმერსმა და 17 ფლორიდული კლუბის მცველმა დუეინ უეიდმა.

"დალას მავერიქსმა"
ბოლოს NBA-ს ჩემპიონატის ფინალში 2006 წელს გააღწია. თუმცა მაშინ ტეხასელები ექვსი მატჩისგან შემდგარ სერიაში "მაიამი ჰიტთან" დამარცხდნენ.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული