NBA-ს ფინალში გამარჯვება შეცდომით "მაიამის" მიულოცეს

AutoSharing Option
გამოცემა "მაიამი ჰერალდმა" თავის 13 ივნისის ნომერში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში გამარჯვება შეცდომით "მაიამი ჰიტს" მიულოცა, რომელიც იმ დღეს ფინალურ სერიაში "დალასთან" გაწბილდა.

გამოცემის ერთ-ერთ გვერდზე სარეკლამო ბანერი იყო განთავსებული წარწერით: "მაიამი" - NBA-ს 2011 წლის ჩემპიონი". რეკლამა მსურველებს გუნდის მაისურების შეძენისკენ მოუწოდებდა. იმავე გვერდზე "დალასთან" გადამწყვეტ მატჩში "ჰიტის" მარცხზე მიმოხილვა ეწერა.

მოგვიანებით გამომცემლობამ შეცდომა გამოასწორა და გულშემატკივრებს ბოდიშიც მოუხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული