მივყვეთ თანმიმდევრობით. პირველ ტრეიდში სამი გუნდი - "მილუოკი", "შარლოტი" და "საკრამენტო" იღებდა მონაწილეობას.
გაცვლის შედეგად, "მილუოკიმ" მიიღო შემტევი მცველი სტივენ ჯექსონი და ორი გამთამაშებელი - ბენო უდრიხი და შონ ლივინგსტონი, აგრეთვე დრაფტის მე-19 ნომრის არჩევის უფლება, "შარლოტს" ერგო ფორვარდი კორი მაგეტი და დრაფტის მე-7 ნომერი, "საკრამენტოს" - მცველი ჯონ სალმონსი და მე-10 ნომერი.
* * *
"სან
"სპურსის" კიდევ ერთი ახალწვეული გახდა ტექსასის მცველი კორი ჯოზეფი - ის 29-ე ნომრად იქნა არჩეული.
ჯორჯ ჰილი წარმოშობით ინდიანას შტატიდანაა, ამიტომაც კმაყოფილი დარჩა ამ ტრედით.
"ეს ძალიან ემოციური მომენტია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. "სან ანტონიოში" გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება", - განაცხადა ჰოლმა, რომელიც გასულ სეზონში საშუალოდ 11.6 ქულას აგროვებდა.
* * *
ერთი ტრეიდი შედგა "ჰიუსტონ როკეტსსა" და "მინესოტა ტიმბერვულვზს" შორის. "რაკეტებმა" დათმეს ცენტრი ბრედ მილერი, წლევანდელი დრაფტის 23-ე ნომერი (ნიკოლა მიროტიჩი) და მომავალი დრაფტის პირველი რაუნდი, სანაცვლოდ კი "მგლებისგან" გამთამაშებელი ჯონი ფლინი და ცენტრი დონატას მოტეიუნასი მიიღეს.
2011-12 წლების სეზონში მილერმა 60 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 6.4 ქულა და 3.7 მოხსნა დააგროვა.
* * *
კიდევ ერთი სამგუნდიანი ტრეიდი დღის ყველაზე საინტერესო გარიგება იყო. მასში "დენვერი", "პორტლენდი" და "დალასი" მონაწილეობდნენ.
"პორტლენდმა" შემადგენლობა შეავსო გამთამაშებელ რეიმონდ ფელტონით "ნაგეტსიდან", საპირისპირო მიმართულებით კი ვეტერანი მცველი ანდრე მილერი გაუშვა. გარდა ამისა, "ბლეიზერსიდან" "დალასში" გადავიდა ესპანელი მცველი რუდი ფერნანდესი. "მავერიქსმა" აგრეთვე ფინელ პეტერი კოპონენზე უფლებები მიიღო.
თავის მხრივ, "მავერიქსმა" "პორტლენდს" მისცა ორი ახალბედა - ჯორდან ჰემილტონი (26-ე ნომერი) და ტანგაი ნგომბო (57-ე ნომერი).
* * *
რაც შეეხება გუშინდელ დრაფტს, როგორც მოსალოდნელი იყო, "კლივლენდმა" პირველ ნომრად აირჩია გამთამაშებელი კაირი ირვინგი.
"არანაირი ეჭვი არ მქონდა დრაფტის პირველ ნომერთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, როცა არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გაკეთდა, განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს. მოუთმენლად ველი კლივლენდში გადაბარგებას. ეს დიდი სპორტული ქალაქია და იმედია, "კავალიერზის" მფლობელთა მოლოდინს გავამართლებ", - განაცხადა ირვინგმა.
დრაფტის პირველი ათეულის წევრები კლუბებმა შემდეგნაირად დაინაწილეს:
1. კაირი ირვინგი (დიუკი) - კლივლენდი
2. დერიკ უილიამსი (არიზონა) - მინესოტა
3. ენეს კანტერი (კენტუკი) - იუტა
4. ტრისტან ტომპსონი (ტექსასი) - კლივლენდი
5. იონას ვალანჩიუნასი (ლ. რიტასი) - ტორონტო
6. იან ვესელი (პარტიზანი) - ვაშინგტონი
7. ბისმაკ ბიიომბო (ფუენლაბრადა) - შარლოტი
8. ბრენდონ ნაითი (კენტუკი) - დეტროიტი
9. კემბა უოკერი (კონეკტიკუტი) - შარლოტი
10. ჯიმერ ფრედეტი (ბრიგემ იანგი) - საკრამენტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"