ყველაზე საინტერესოა "კლივლენდსა" და "საკრამენტოს" შორის განხორციელებული ტრეიდი, რომლის მიხედვითაც "კინგზში" გადავა ფორვარდი ჯეი ჯეი ჰიქსონი, "კავალიერსმა" კი მიიღო მცველი ომრი კასპი და მომავალი დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლება.
შარშან ჰიქსონის საშუალო შედეგიანობა 13,8 ქულასა და 8,7 მოხსნას უდრიდა, კასპის სტატისტიკა კი 8,6 ქულასა და 4,3 მოხსნას შეადგენდა.
* * *
ამერიკულმა პრესამ შეადგინა ხუთი მოთამაშისგან შემდგარი სია, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოს "ლოს ანჯელეს
* * *
თუ მრავალრიცხოვან ჭორებს დავუჯერებთ, ბრაზილიელი ნენე ილარიო და "დენვერი" შორს არიან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან - მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ოპტიმიზმი აქვს.
თუ "ნაგეტსმა" ვერ შეინარჩუნა ეს ცენტრი, მისი სათამაშო პოტენციალი აშკარად დაეცემა.
* * *
ჯეიმს ჯონსმა გამოიყენა თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი და თავისუფალი აგენტი გახდა. როგორც ჩანს, "მაიამის" სნაიპერი განაწყენდა იმის გამო, რომ თითქმის მთელი პლეი ოფი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. ეს ლოგიკურია, რადგან "ოლ სტარზე" სამქულიანების კონკურსის გამარჯვებული იმსახურებდა თავის გამოჩენის შანსს.
* * *
გაზეთი Salt Lake Tribune იტყობინება, რომ D-ლიგის კლუბი "იუტა ფლეში" ბანკროტი გახდა და მონაწილეობას ვერ მიიღებს 2011-12 წლების ჩემპიონატში. შეგახსენებთ, რომ ეს გუნდი ერთდროულად "იუტა ჯაზისა" და "ატლანტა ჰოქსის" ფარმ-კლუბია. ასე რომ, ამერიკაში საკალათბურთო ფინანსური კრიზისი მარტო NBA-ს არ შეეხო.
* * *
ამასობაში, "მაიამი ჰიტის" ერთ-ერთი ლიდერი კრის ბოში ქორწილისთვის ემზადება და ამ მოვლენის წინ მან ლას ვეგასში მეგობრებისთვის წვეულება მოაწყო, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდა. საინტერესოა ის არის, რომ სტუმრებს შორის არ ყოფილან არც ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"