გულმა უმტყუნა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, 1987 წლის დრაფტის მეორე ნომერი არმონ გილიამი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, გილიამმა ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ფიტნეს-კლუბში, სამოყვარულო დონეზე კალათბურთის თამაშისას თავი ცუდად იგრძნო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სიკვდილის მიზეზად გულის გაჩერება დასახელდა.

გილიამი დრაფტზე "ფინიქსმა" აირჩია. გარდა ამისა, 1987-2000 წლებში NBA-ში მან "შარლოტის", "ფილადელფიას", "ნიუ ჯერსის", "მილუოკისა" და "იუტას" ღირსება დაიცვა. თუმცა მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში მას დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

გილიამის კარიერის მწვერვალად მიიჩნევა NBA-მდე UNLV-ის საუნივერსიტეტო გუნდში თამაში. მასთან
ერთად კალათბურთელმა NCAA-ის ლიგის "ოთხთა ფინალამდე" მიაღწია. მაშინ გილიამი გუნდის საუკეთესო სნაიპერი გახდა და ამის წყალობით აირჩიეს NBA-ის დრაფტის მეორე ნომრად (1987 წლის დრაფტის პირველი ნომერი "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ორგზის მონაწილე ლარი ჯონსონი გახდა).

1986 წელს გილიამი ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული