უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრებიან ლიგის კომისარი დევიდ სტერნი და პროფკავშირის ხელმძღვანელი ბილი ჰანტერი, აგრეთვე კლუბების მფლობელები და მოთამაშეები. ორივე მხარე ლიგისა და პროფკავშირის შიდა პერსონალით იქნება წარმოდგენილი.
* * *
ამასობაში კი ლოკაუტის მსხვერპლთა რიცხვი 114-ით გაიზარდა. სწორედ ამდენი ადამიანით შეამცირა შტატები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ. გარდა ამისა, შეწყვიტეს მუშაობა ტოკიოსა და
ამასთან, ასოციაციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ასეთი ნაბიჯები ლოკაუტს არ უკავშირდება და უბრალოდ, თანხების ეკონომიით არის გამოწვეული.
* * *
ასევე შეიძლება დაზარალდეს "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელი, ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი. NBA-ის ხელმძღვანელობამ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელს გაფრთხილება მისცა - ის მილიონი დოლარით დაჯარიმდება იმ შემთხვევაში, თუ გოლფს ითამაშებს ასოციაციის რომელიმე მოქმედ კალათბურთელთან.
ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ასეთი გაფრთხილება. როგორც ჩანს, მაიკლი შემჩნეული იყო ამ "მავნებლობაში". შეგახსენებთ, რომ ლოკაუტის დროს კლუბების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ მოთამაშეებთან და მათ ნათესავებთან ურთიერთობა იქამდე, სანამ არ გაფორმდება ახალი კოლექტიური ხელშეკრულება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"