"ამ მომენტისთვის ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დაახლოებით 22-23 კლუბი წაგებაშია. ეს არანორმალური სიტუაციაა. მოთამაშეებთან უნდა მივაღწიოთ ურთიერთგაგებას იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბებმა ფული უნდა იშოვონ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ხელფასს ვერავინ გადაუხდის.
კლუბების მფლობელები არ აპირებენ უკან დახევას და არ წამოეგებიან კალათბურთელების მხრიდან შანტაჟზე. მთლად საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ მესმის, რომ თანაბარუფლებიანი პარტნიორები უნდა ვიყოთ - ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვემსახურებით. იმისთვის, რომ NBA-ში
* * *
ამასობაში, ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, რომ NBA-ის ხელმძღვანელობამ წინასასეზონო მატჩების კალენდარი გამოაქვეყნა. პირველი მატჩი 9 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სულ კი 114 შეხვედრა უნდა გაიმართოს, მათ შორის მატჩი ჰაიფას "მაკაბისა" და "ორლანდოს" შორის.
თუმცა ამ კალენდრის გამოქვეყნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველა წინასასეზონო შეხვედრა გაუქმებული იქნება ლოკაუტის მიზეზით. მხრეებმა რომც მოილაპარაკონ ახალი კოლექტიური ხელშეკრულების შესახებ და სეზონი გადაარჩინონ, შანსი იმისა, რომ ეს სექტემბერის ბოლომდე მოხდება, ნულის ტოლია.
* * *
ამერიკული პრესა წერს, რომ ლეგენდარული რეჯი მილერი, შესაძლოა, მშობლიური კლუბის - "ინდიანა" პეისერსის" ადმინისტრაციულ შტაბში მოხვდეს. ლაპარაკია გენერალური მენეჯერის პოსტზე ლარი ბერდის ჩანაცვლების შესახებ. ამ უკანასკნელმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ეს ბოლო სეზონი იქნება მისთვის კლუბში.
"რეჯი ყურადღებით განიხილავს ჩვენს წინადადებას და იმედია, დათანხმდება კლუბში მუშაობას", - ამბობს "ინდიანას" მფლობელი ჰერბ საიმონი.
* * *
ლოკაუტის პერიოდში კიდევ ერთი კალათბურთელი აპირებს უცხოეთში თამაშს, კერძოდ, "ტორონტო რეპტორზის" ბრაზილიელი ლეგიონერი ლეანდრო ბარბოზა სამშობლოში დაბრუნდება და "ფლამენგოს" რიგებში ჩაირიცხება. მხარეებმა უკვე შეათანხმეს კონტრაქტის დატალები, რომელიც ლოკაუტის დასრულებამდე იქნება ძალაში.
გასულ სეზონში 28 წლის მცველმა რეგულარულ ჩემპიონატში 58-ჯერ ითამაშა და საშუალოდ 13.3 ქულა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"