"ვირტუსს" ჯინობილიც უნდა

AutoSharing Option
დღე არ გავა, ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს იტალიური კლუბის - ბოლონიას "ვირტუსის" შესახებ. ამჯერად, იტალიურ პრესაში წერენ იმის შესახებ, რომ "სან ანტონიო სპურსის" არგენტინელი მცველი მანუ ჯინობილი ამ კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს.

"მე ჯერ უარი არ მითქვამს "ვირტუსის" წინადადებაზე. თავის დროზე, ბოლონიაში მშვენიერი წლები გავატარე, ჩემს მეუღლეს მარიანელასაც ძალიან უყვარს იტალია. არსებობს იმის შანსი, რომ ლოკაუტის პერიოდში "ვირტუსის" რიგებში ვითამაშო. სექტემბერის ბოლოს უნდა მივცე საბოლოო პასუხი. გარდა ამისა, შემოთავაზებები მაქვს ბრაზილიიდან, მაგრამ "სან ანტონიოს" მხოლოდ "ვირტუსის" ხათრით თუ დავტოვებ, შემდეგ
კი ისევ NBA-ის მივაშურებ", - ამბობს ჯინობილი.

რა თქმა უნდა, იქ, სადაც "ვირტუსზე" ლაპარაკობენ, კობი ბრაიანტიც უნდა მოიხსენიონ. როგორც ირკვევა, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერმა უარი თქვა ბოლონიური კლუბის მიერ შეთავაზებულ 6.7 მილიონ დოლარზე. ამერიკელმა იტალიურ მხარეს 15 მილიონი დოლარი მოთხოვა. გადასახადების გამოკლების შემდეგ ეს თანხა 7.5 მილიონ დოლარს გაუტოლდება. "ვირტუსის" შეფი კლაუდიო საბატინი შოკირებული დარჩა კობის ასეთი პირობით.

თუმცა ბრაიანტი უახლოეს დღებში იტალიას ეწვევა, სადაც მხარეებს საშუალება ექნებათ მოილაპარაკონ სავარაუდო გარიგების დეტალებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული