2 მილიონი ერთი მატჩისთვის

AutoSharing Option
გრძელდება სატრანსფერო საგა სახელწოდებით - "კობი ბრაიანტი "ვირტუსში". ბოლო ინფორმაცია ასეთია: ბოლონიური კლუბის მფლობელმა კლაუდიო საბატინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერთან ძალიან ნელა და მძიმედ მიმდინარეობს.

"ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი მქონდა კობი ბრაიანტის აგენტთან. ახლა ისღა დაგვრჩენია, მათ საბოლოო პასუხს დაველოდოთ. ჩვენ მივიღეთ ფინანსური წინადადება და პასუხად ხელშეკრულების ორი ვარიანტი გავუგზავნეთ - კონტრაქტი ერთ თამაშზე ან 40 დღეზე. გადაწყვეტილება ბრაიანტმა უნდა მიიღოს.

ერთმატჩიანი ხელშეკრულების შეთავაზებით მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარება გვინდოდა. კობის შეეძლება კვირას იტალიაში ჩამოსვლა და უკვე
ოთხშაბათს "ბენეტონის" წინააღმდეგ თამაში. იმედი გვაქვს, ის უფრო დიდხანს გადაწყვეტს ჩვენთან დარჩენას. ნებისმიერ შემთხვევაში, ორი კვირის შემდეგ ბრაიანტს ამერიკაში მოუწევს დაბრუნება სასპონსორო ვალდებულებების შესასრულებლად", - ამბობს საბატინი.

როგორც ვარაუდობენ, კობი სწორედ ერთმატჩიან ხელშეკრულებას დათანხმდება. ის 12 ოქტომბერს ითამაშებს "ბენეტონის" წინააღმდეგ და ამისთვის 2 მილიონ დოლარს მიიღებს. მისი საბოლოო პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული