ჯინობილი სამშობლოში ვარჯიშობს

AutoSharing Option
არგენტინული პრესის ინფორმაციით, "სან ანტონიო სპურსის" მცველი მანუ ჯინობილი სამშობლოში კლუბ "ესტუდიანტესის" რიგებში ვარჯიშობს.

34 წლის ჯინობილმა, რომელიც იტალიური პრესის ინფორმაციით შეიძლება ბოლონიას "ვირტუსში" გადავიდეს, არგენტინის ლიგის კლუბში ორი ვარჯიში ჩაატარა. მანუმ ისიც განაცხადა, რომ არ აპირებს ლოკაუტის პერიოდში ევროპაში თამაშს.

"ამჟამად კარგად დასვენება მაქვს განზრახული. არ შემიძლია პასუხი მივცე "ვირტუსს", რადგან მზად არ ვარ სათამაშოდ. "ესტუდიანტესთან" ერთად ვვარჯიშობ. უბრალოდ, ამ კლუბს ვეხმარები", - ამბობს არგენტინელი ვარსკვლავი.

ჯინობილის "ვირტუსში" ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ იტალიური კლუბი ვერ მოელაპარაკება კობი ბრაიანტს.

* * *

"მილუოკი ბაქსის" ძირითად ცენტრს ენდრიუ ბოგუტს სამშობლოში თამაში აქვს გადაწყვეტილი. ის "სიდნეი კინგზში" გააგრძელებს კარიერას. თუმცა "მეფეებთან" კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ არის გაფორმებული.

ამის მიზეზი დაზღვევის გაფორმებისას წარმოქმნილი შეფერხებებია. როგორც კი ეს პრობლემა მოგვარდება, ბოგუტი ლოკაუტის ბოლომდე "სიდნეის" წევრი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბოგუტს სამ ავსტრალიურ კლუბს ("სიდნეი", "ადელაიდა", "გოლდ კოუსტ ბლეიზი") შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული