კვირას ბოლო შეხვედრაა

AutoSharing Option
კვირას უნდა გაიმართოს მორიგი შეხვედრა NBA-ის კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირის ხელმძღვანელობას შორის. სწორედ ამ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული - დაიწყება თუ არა 2011-12 წლების სეზონი დროულად.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ NBA-ის კომისარმა დევიდ სტერნმა განაცხადა, რომ გააუქმებს რეგულარული ჩემპიონატის პირველ ორ კვირას, თუ ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას ორშაბათამდე არ მოეწერება ხელი. მისი ვარაუდით, წინასასეზონო მატჩების გაუქმებით კლუბებისა და მოთამაშეების საერთო ზარალმა 200 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება კვირის შეხვედრას, მისი წარმატებით დასრულების შანსი მინიმალურია. საქმე ისაა, რომ ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს დროს დევიდ სტერნმა
გამოთქვა წინადადება საერთო მოგების თანაბრად გაყოფის შესახებ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კლუბების მფლობელებმა ეს იდეა არ მოიწონეს. მათი განცხადებით, აქამდე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში მათ შეთავაზება 48.5 პროცენტზე მაღლა არ ასულა. ახლა ლიგის კომისარი და მისი მხარე მტკიცედ აცხადებს, რომ 50/50-ზე შეთავაზება აღარ იქნება.

ამ ინფორმაციის შემდეგ NBA-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სეზონის დაწყებას არ უნდა ველოდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული