ჟურნალისტებს მხოლოდ პროფკავშირების პრეზიდენტმა დერეკ ფიშერმა ესროლა ნაცნობი ფრაზები - "პროგრესი არ არის", "ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს".
ფიშერმა ისიც განაცხადა, რომ ორშაბათს შეხვედრაა დაგეგმილი, მაგრამ მოგვიანებით მანვე გაანდო ჟურნალისტებს - დღეს მოლაპარაკება აღარ გაიმართებაო.
"ვფიქრობ, ყველა მოთამაშეს სურს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიოთ. იძულებული ვართ, შეხვედრა გადავდოთ. ახალი თარიღი კლუბების მფლობელთა შორის მოლაპარაკების შემდეგ გახდება
ყველაზე კარგად დღეს არსებული სიტუაცია "ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ შეაფასა. მისი თქმით, მოლაპარაკებების დასრულებამდე ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი.
"დღეს ყველასთვის გასაგებია, რომ რეგულარული ჩემპიონატის პირველი ორი კვირა გაუქმდება. ამიტომაც რეალისტები უნდა ვიყოთ და გვესმოდეს, რომ უახლოეს პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში შესამჩნევი ცვლილებები არ იქნება, - მიაჩნია ენტონის. - ამიტომაც მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ველოდოთ, როდის დასრულდება ეს გაურკვევლობა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"