ერთ-ერთი კლუბის გენერალურმა მენეჯერმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, პრესას განუცხადა, რომ თუ სეზონის გადარჩენა მოხერხდა, გუნდებს რეგულარულ ჩემპიონატში 50-50 მატჩის ჩატარება მოუწევთ.
"ვფიქრობ, შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება 50 მატჩამდე შემცირებული სეზონი. თუმცა არ გამოვრიცხავ ისეთ ვარიანტს, რომ 2011-12 წლების სეზონი საერთოდ არ ჩატარდეს", - ინკოგნიტო წყაროებიდან ვგებულობთ.
ლიგის კომისრის დევიდ სტერნის თქმით, პროფკავშირი და კლუბების მფლობელები ჯერ არ შეთანხმებულან მომდევნო შეხვედრის თარიღზე, მაგრამ სავარაუდოდ,
მანამდე კი, კერძოდ, 14 ოქტომბერს პროფკავშირების აღმასრულებელი დირექტორი ბილ ჰანტერი NBA-ის კალათბურთელებს შეხვდება. ის აპირებს მკაფიოდ აუხსნას მოთამაშეებს პროფკავშირებისა და ლიგის ხელმძღვანელთა პოზიციები ლოკაუტის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
როგორც ESPN წერს, ჯერჯერობის NBA-ის არც ერთი კალათბურთელი არ გამოსულა პროფკავშირების კრიტიკით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"