სნაიპერი წავიდა

AutoSharing Option
37 წლის მარკუს ბრაუნმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს კალათბურთელი ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერია, ვისაც კი ოდესმე ევროპაში უთამაშია. კარიერის განმავლობაში მარკუსსმა 21 ტიტული მოიგო, სამჯერ ითამაშა ევროლიგის "ოთხთა ფინალში" და შვიდჯერ გახდა სხვადასხვა ტურნირის MVP.

უფრო მეტიც, ევროლიგის უახლეს ისტორიაში სწორედ ბრაუნი გახლავთ ტურნირის საუკეთესო სნაიპერი და მის შედეგს რამდენიმე წლის შემდეგ თუ გააუმჯობესებენ. მარკუსს კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის ცსკა-ში, ესპანეთის "უნიკახასა" და კაუნასის "ჟალგირისში" აქვს გატარებული. მისი ბოლო კლუბი სწორედ ლიტვული გრანდი გახლდათ.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა გულშემატკივარს,
ვის გამოც მთელი ამ წლების განმავლობაში ვთამაშობდი. ასევე მადლობას ვეუბნები "ჟალგირისსა" და მთლიანად ლიტვას. ეს ძალიან ემიციური მომენტია ჩემთვის", - განცხადა ბრაუნმა თავის მიმართვაში.
ფორმალურად მარკუს ბრაუნს პენსიაში 17 ოქტომბერს, ევროლიგის ახალი გათამაშების გახსნის მატჩში გაუშვებენ. სიმბოლურია, რომ ამ დღეს კაუნასში ერთმანეთს შეხვდებიან მისი ყოფილი კლუბები - "ჟალგირისი" და ცსკა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული