ლებრონს ფეხბურთში დაუძახეს

AutoSharing Option
როგორც უკვე ვწერდით, ბოლო პერიოდში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ამერიკული ფეხბურთით დაინტერესდა.

მან ვარჯიში ჩაატარა მშობლიური ქალაქის - აკრონის (ოჰაიოს შტატი) სკოლის გუნდთან, მოგვიანებით კი თავის "ტვიტერზე" იკითხა - "როდის სრულდება NFL-ში (ამერიკული ფეხბურთის ლიგა) თავისუფალი აგენტების გაფორმება?"

ამის შემდეგ ამერიკული ფეხბურთის გუნდის - "სიეტლ სიჰოუქსის" მწვრთნელმა პიტ კეროლმა ხუმრობით თუ სერიოზულად თავის გუნდში მიიწვია "მაიამი ჰიტის" ლიდერი. უფრო მეტიც, სიეტლში უკვე მოამზადეს მაისურა ლებრონისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული