დამნაშავე გარნეტი ყოფილა

AutoSharing Option
გუშინ, გვიან ღამით ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადამწყვეტი შეხვედრა უნდა გამართულიყო კლუბების მფლობელებსა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის. ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელსაც CBS Sports აქვეყნებს, კალათბურთელები მზად არიან შეამცირონ საკუთარი წილი საერთო შემოსავლიდან. შეგახსენებთ, რომ ძველი კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით მოთამაშეები საერთო შემოსავლის 57 პროცენტს იღებდნენ, მაგრამ ასეთი სიტუაცია არ აწყობდათ კლუბების მფლობელებს.

მოლაპარაკებების დროს მოთამაშეებმა ეს მაჩვენებელი 53 პროცენტამდე დაიყვანეს და ახლა, მზად არიან კიდევ უფრო დაუწიონ თამასას.

* * *
დაპირისპირებული მხარეები ურთიერთბრალდებებსაც არ ივიწყებენ. NBA-ის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ბოლო მოლაპარკებებზე
ნეგატიური გავლენა იქონია "ბოსტონ სელტიქსის" ლიდერმა კევინ გარნეტმა.

ლიგის ერთ-ერთი ფუნქციონერის აზრით, კალათბურთელი 4 ოქტომბრის სხდომის დროს გამომწვევად იქცეოდა და არ სურდა კომპრომისზე გასვლა.

"მოლაპარაკებები წარმატებით მიდიოდა იქამდე, სანამ დარბაზში გარნეტი არ შემოვიდა", - ამბობს ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი Yahoo! Sports-თან ინტერვიუში.

* * *
ერთ-ერთმა ინგოკნიტო აგენტმა კი ივარაუდა, რომ NBA-ის კომისარ დევიდ სტერნს ძალიან უნდა ლოკაუტის შობამდე დასრულება. ამის მიზეზად უცნობი წყარო საერთაშორისო ტელევიზიებსა და ასოციაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებს ასახელებს.

ცნობილია, რომ NBA-ის საშობაო თამაშებში უცხოური ტელეარხები ყველაზე დიდ ფულს იხდიან და თუ ეს შეხვედრები არ გაიმართა, მაშინ ლიგის იმიჯი სერიოზულად დაზარალდება.

"სტერნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ლოკაუტი შობისთვის დასრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიგა აუნაზღაურებელ ზარალს ნახავს", - ამბობს აგენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული