ოფიციალურად: იბაკა რეალელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ორთვიანი კონტრაქტი გააფორმა "ოკლაჰომა-სიტის" 22 წლის მძიმე ფორვარდთან სერჟ იბაკასთან. იმ შემთხვევაში, თუ NBA-ში ლოკაუტი უფრო ადრე დასრულდება, ხელშეკრულება ავტომატურად შეწყვეტს მოქმედებას.

იბაკა, რომლითაც უფრო ადრე "მანრესა" და "ვალენსია" იყვნენ დაინტერესებულნი, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის 82 მატჩში სერჟი საშუალოდ 9.9 ქულას, 7.6 მოხსნასა და 2.4 დაფარებას აგროვებდა.

* * *

სერბეთის ნაკრების მცველი იგორ რაკოჩევიჩი იტალიის ლიგაში გადადის სათამაშოდ. კალათბურთელმა 1+1 სქემით გააფორმა კონტრაქტი “მონტეპასკისთან”.

ბოლო ორი წლის
განმავლობაში 33 წლის რაკოჩევიჩი “ეფეს პილსენში” თამაშობდა, მაგრამ გასული სეზონის შემდეგ შეზღუდული უფლებების აგენტი გახდა.

გასულ სეზონში რაკოჩევიჩი ევროლიგაში საშუალოდ მატჩში 17.2 ქულას აგროვებდა და ზედიზედ მესამე გახდა ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული