თამაში მიეძღვნა ვეტერანთა დღეს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეროვნულ დღესასწაულად ითვლება. საინტერესოა, რომ მატჩი არა რომელიმე გუნდის დარბაზში, არამედ სამხედრო ავიამზიდ "კარლ ვინსონზე" ჩატარდა. მოედანი პირდაპირ ასაფრენ ბილიკზე გამართეს, რომლის გარშემო ტრიბუნები იყო აგებული.
შეხვედრას 8 ათასი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მეჯიქ ჯონსონი, ვინს კარტერი, პამელა ანდერსონი...
ბარაკ ობამამ
"შეწუხებული ვარ იმის გამო, რომ NBA-ის სეზონს საფრთხე ემუქრება. მოთამაშეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კალათბურთი მსოფლიოში მილიონობით ადამიანს უყვარს, მათ შორის მეც და ყველანი მოუთმენლად ველოდებით მატჩებს მსოფლიოს საუკეთესო ლიგიდან.
ბოლო დროს გოლფმა გამიტაცა და დიდ დროს ვატარებ მოედანზე, მაგრამ კალათბურთს ჩემს გულში ყოველთვის პირველი ადგილი ექნება", - ამბობს ამერიკის პრეზიდენტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"