ევანსი "რომაში" წავიდა, "ოდომი" ბეშიქთაშს შეუთანხმდა

AutoSharing Option
NBA-ის კიდევ ერთი წამყვანი კალათბურთელი გადაბარგდა ევროპაში. იტალიის სერია A-ში მოთამაშე "რომამ" კონტრაქტი გააფორმა "საკრამენტო კინგზის" ლიდერთან ტაირიკ ევანსთან.

ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ.

ევანსი "ვირტუსში" ლოკაუტის პერიოდში ითამაშებს. ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მცველი კალიფორნიულ კლუბში დაბრუნდება.

* * *
ძალიან მიუახლოვდა "ბეშიქთაშს" "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი ლამარ ოდომი.

თურქული კლუბი მაღალი დონის ფორვარდის ძიებაში იყო და საბოლოოდ, ოდომზე შეაჩერა არჩევანი. როგორც იტყობინებიან, კალათბურთელმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები "ბეშიქთაშთან.

ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი ასეთია - თუ ოდომი სეზონის ბოლომდე
გადაწყვეტს თურქეთში დარჩენას, ამ შემთხვევაში ის 2 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

* * *
პირველი მატჩი ჩაატარა ოკეანის გაღმა ესპანური კალათბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, "მინესოტა ტიმბერვულვზის" ახალბედამ რიკი რუბიომ.

"ბარსელონას" ყოფილმა გამთამაშებელმა მონაწილეობა მიიღო დრიუ გუდენის მიერ ორგანიზებულ საჩვენებელ მატჩში.
გუნდი, რომელშიც რუბიო თამაშობდა, 92:117 დამარცხდა, მაგრამ ესპანელი მაინც კარგ ხასიათზე იყო.

"ჩემთვის ძალიან სახალისო იყო NBA-ის კალათბურთელების მხარდამხარ თამაში. ამიტომაც არ ვჩქარობ ესპანეთში დაბრუნებას. ამერიკაში დავრჩები და შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები ლოკაუტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სეზონში მომიწევს კალათბურთის თამაში. სად - ეს უკვე სხვა საკითხია", - თავის სადებიუტო მატჩზე კომენტარი გააკეთა რიკი რუბიომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული