კობის გარდა ყველა

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული “ორლანდო მეჯიქის” ლიდერ დუაიტ ჰოვარდზე. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრისა და აგრეთვე “ნიუ ორლეან ჰორნეტსის” გამთამაშებლის კრის პოლის გადაბირებას აპირებს.

ამისთვის კალიფორნიელები მზად არიან თავიანთ შემადგენლობაში ნებისმიერ კალათბურთელს შეელიონ, გარდა კობი ბრაიანტისა.

როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, “ლეიკერსი” “ორლანდოსა” და “ნიუ ორლეანს” შესთავაზებს ტრეიდს, რომელშიც ჩართული იქნებიან პაუ გასოლი და ენდრიუ ბინუმი.

დაახლოებით ანალოგიური ტაქტიკით აპირებს მოქმედებას “ჩიკაგო ბულზი”. ამ გუნდის შეფობა ორ-სამ კალათბურთელს შესთავაზებს “ორლანდოს” დუაიტ ჰოვარდის სანაცვლოდ. ოღონდ
გასაცვლელთა სიაში არ იქნება “ბულზის” ლიდერი და ბოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშე დერიკ როუზი.

* * *
ევროპული კალათბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა, “ლეტუვოს რიტასის” ფორვარდმა იონას ვალანჩუნასმა განაცხადა, რომ ამ სეზონში არ აპირებს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გადასვლას. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამ სათამაშო წელს მშობლიურ კლუბში გაატარებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის დრაფტზე ვალანჩუნასი მეხუთე ნომრად აირჩია “ტორონტო რეპტორზმა”.

“მინდა თუ არა კანადაში გადაბარგება? ძალიან უცნაური შეკითხვაა. ბევრი ენერგია დავხარჯე იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს, "ლეტუვოს რიტასის" ნაწილი გავმხდარიყავი, ამიტომაც სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ლიტვაში სეზონის ბოლომდე დავრჩება და ჩემს გუნდს ბოლომდე დავეხმარები”, - განაცხადა “ლეტუვოს რიტასის” ოფიციალურ ვებგვერდზე ახალგაზრდა ფორვარდმა.

ევროპის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ვალანჩუნასის საშუალო მონაგარი 10.7 ქულასა და 6.3 მოხსნას უდრის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული