ოფიციალურად: ვინსი დალასელია

AutoSharing Option
საბოლოოდ დადასტურდა, რომ 34 წლის ვეტერანი ვინს კარტერი NBA-ის მოქმედი ჩემპიონის “დალას მავერიქსის” შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას. ეს მცველი "ფინიქსმა" დაითხოვა და ვინსმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. "მავერიქსის" რიგებში ის "ნიუ ჯერსიში" თავის ყოფილ პარტნიორს, პლეიმეიკერ ჯეისონ კიდს შეუერთდება.

ვარაუდობენ, რომ კარტერმა საშუალო დონის კონტრაქტი გააფორმა და ახალ სეზონში 3 მილიონ დოლარს გამომუშავებს.

კარტერის გარდა, "დალასმა" ვეტერანის მინიმალური ერთწლიანი კონტრაქტი დაუდო ფორვარდ ბრაიან კარდინას, რომელიც 1.3 მილიონ დოლარს მიიღებს. გარ
და ამისა, ასევე ერთი წლით გაიფორმა დელონტე უესტი, რომლის მიმართ დაინტერესებას "ბოსტონი" და "ლეიკერსი" გამოთქვამდნენ. შარშან უესტმა "სელტიქსის" შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 5.6 ქულა და 2.7 შედეგიანი პასი დააგროვა.

და კიდევ, "დალასი" აპირებს გამოისყიდოს ორი მცველის - რუდი ფერნანდესისა და კორი ბრიუერის კონტრაქტები. შეგახსენებთ, რომ ესპანელი "მავერიქსში" 2011 წლის ივნისში გადავიდა "პორტლენდიდან", ბრიუერმა კი მოქმედი ჩემპიონის რიგები მარტში შეავსო და საშუალოდ 5.3 ქულა დააგროვა.

ფერნანდესის კონტრაქტის გამოსყიდვა იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრების მცველი, სავარაუდოდ, მადრიდის "რეალში" დაასრულებს წლევანდელ სეზონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არ აპირებს გამოსყიდვას
0
ფერნანდესი და ბრიუერი 2016 ცლის მეორე რაუნდის დრაფტის უფლებაში გაუცვალა დალასმა დენვერს
0

სიახლეები პოპულარული