"ორლანდო" ჰოვარდით დაიწყებს

AutoSharing Option
“ორლანდო მეჯიქის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შეწყვიტოს მოლაპარაკებები თავისი ლიდერის დუაიტ ჰოვარდის სავარაუდო ტრეიდის თაობაზე. გუნდი ახალი სეზონის დაწყებას ლიგის საუკეთესო ცენტრთან ერთად აპირებს, შემდეგ კი ეცდება თავისი ლიდერის გუნდში დიდი ხნით დატოვებას.

ჰოვარდის ხელში ჩასაგდებად მთავარი კანდიდატი “ნიუ ჯერსი” იყო. ტრეიდის განხორციელებას თითქოს აღარაფერი აკლდა, მაგრამ ბოლო მომენტში მასზე “ორლანდოს” ხელმძღვანელობამ თქვა უარი. “ნეტსი” ჰოვარდში ცენტრ ბრუკ ლოპესს ცვლიდა და ზედ დრატის პირველ რაუნდში ხუთი არჩევანის უფლებას ამატებდა, რომელთაგანაც ოთხი “პორტლენდისთვის” იყო განკუთვნილი ჯერალდ უოლასის სანაცვლოდ.

და თუ მაინც “მეჯიქმა” ვერ
შეძლო ჰოვარდის შენარჩუნება, მაშინ ამ გუნდს “ლეიკერსთან” ტრეიდი ურჩევნია, რადგან ამ შემთხვევაში ორ ძლიერ მაღალ კალათბურთელს - პაუ გასოლსა და ენდრიუ ბინუმს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული