რიკი რუბიომ "მინესოტას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა

AutoSharing Option
"მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა მთავარ მწვრთნელ ერიკ სპოელსტრას.

41 წლის სპეციალისტის მიმდინარე ხელშეკრულებას 2012 წლის ზაფხულში გასდის ვადა. გასულ სეზონში სპოელსტრას ხელმძღვანელობით "მაიამიმ" რეგულარულ ჩემპიონატში 58 მატჩი მოიგო და 24-ჯერ დამარცხდა, გარდა ამისა, პლეი ოფის ფინალამდე მიაღწია და იქ სერია დათმო "დალასთან".

"ჩვენ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს. ერიკი ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, ამიტომაც მას კონტრაქტი შევთავაზეთ, რათა არავინ მოინდომოს მისი წართმევა. ამ მომენტისთვის სპოელსტრა - იდეალური ვარიანტია "ჰიტისთვის", - ამბობს კლუბის პრეზიდენტი პატ რაილი.

* * *
"სან ანტონიოს" ხელმძღვანელობამ ფორვარდ სტივ ნოვაკთან ერთაწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. გასულ სეზონში "სპურსმა" ორჯერ გააფორმა 28 წლის კალათბურთელთან 10-დღიანი კონტრაქტი. ტექსასურ კლუბში ჩატარებულ 23 მატჩში ნოვაკის შედეგიანობა 4.0 ქულას უდრიდა.

ეს კალათბურთელი 2006 წლის დრაფტზე 32-ე ნომრად აირჩია "ჰიუსტონმა". გარდა ამისა, ნოვაკს NBA-ში "კლიპერსისა" და "დალასის" რიგებში უთამაშია.

* * *
ფორვარდი ტროი მერფი "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ჩაირიცხა. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს, რომლის შესახებ პრესისთვის უცნობი დარჩა.

გასულ სეზონში მერფიმ 17 მატჩი ჩაატარა "ბოსტონის" რიგებში და საშუალოდ 2.6 ქულა და 2.2 მოხსნა დააგროვა.

* * *
"დეტროიტ პისტონზმა" შეინარჩუნა მცველი როდნი სტაკი. რამდენიმე დღის წინ ამ კალათბურთელმა უარყო კლუბის მიერ შეთავაზებული ხუთწლიანი და 45-მილიონიანი კონტრაქტი. ახლა კი დათანხმდა სამწლიანი ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში სტაკის საშუალო შედეგიანობა 15.5 ქულას უდრიდა.

* * *
"მინესოტა ტიმბერვულვზმა" კონტრაქტი გააფორმა თავისუფალ აგენტ ბონზი უელსთან. ვეტერანმა ფორვარდმა ბოლო ორი სეზონი ჩინეთისა და პუერტო რიკოს ლიგებში გაატარა.

უელსს NBA-ში 591 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი კარიერული მონაგარი 12.1 ქულასა და 4.7 მოხსნას შეადგენს.

* * *
ამასობაში, NBA-ის კლუბებმა საკონტროლო მატჩებით გააგრძელეს ახალი სეზონისთვის მზადება. გუშინ, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა რიკი რუბიოს დებიუტი "მინესოტას" შემადგენლობაში.

ესპანელი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა თამაშში, ჯამში 24 წუთი დაჰყო მოედანზე და 6 ქულა, 6 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი დააგროვა. რიკიმ თამაშიდან ოთხჯერ ისროლა და მხოლოდ ერთი ჩააგდო, სამაგიეროდ, ოთხიდან ოთხი საჯარიმო მოათავსა კალათში.

"მინესოტამ" 21 ქულით მოუგო "მილუოკის".

16 დეკემბერი
ინდიანა-ჩიკაგო 86:95
33:22, 14:30, 24:20, 15:23
ი: ჰენსბრო (19+11 მოხსნა), ჯორჯი (17+10 მოხსნა), ჰიბერტი (14), გრეინჯერი (12), კილისონი (12) - სტარტი; ჰილი (3), რაში (3), ფოსტერი (3), ჯონსი (3), სტივენსონი (3).
ჩ: როუზი (16), დენგი (16+6 მოხსნა), ნოა (10+8 მოხსნა), ბუზერი (7+6 მოხსნა), ბრიუერი (5) - სტარტი; უოტსონი (15), გიბსონი (12+9 მოხსნა), ბატლერი (8), კორვერი (4+6 მოხსნა), აშიქი (2).

ვაშინგტონი-ფილადელფია 78:103
17:25, 18:31, 16:31, 27:16
ვ: ლუისი (4), ბლეტჩი (18), მაკგი (9+8 მოხსნა), დ. კროუფორდი (6), უოლი (8) - სტარტი; სინგლტონი (5), მეისონი (8), ვესელი (7), სერაფინი (6+5 მოხსნა), მეკი (5), ოუენსი (2).
ფ: იგუოდალა (0+5 პასი), ბრენდი (11+5 მოხსნა), ჰოვზი (14+9 მოხსნა), მიქსი (8), ჰოლიდეი (12+5 პასი) - სტარტი; ტ. იანგი (10), ლ. უილიამსი (19), ტერნერი (16+7 მოხსნა), ბრეკინსი (6), სპეიტსი (4+7 მოხსნა), სილასი (3).

დეტროიტი-კლივლენდი 87:91
15:19, 24:24, 22:23, 26:25
დ: დ. უილკინსი (4), ვილანუევა (10+6 მოხსნა), მონრო (12+13 მოხსნა), გორდონი (17+6 მოხსნა), უ. ბინუმი (9) - სტარტი; ჟერებკო (4), დეი (18+6 მოხსნა+5 დაფარება), ნაითი (9), მაქსიელი (4).
კ: ჯი (3+8 მოხსნა), ჯეიმისონი (13+6 მოხსნა), ვარეჟაო (10), პარკერი (7), სეშენსი (7+6 მოხსნა) - სტარტი; ეიენგა (2+5 მოხსნა), ირვინი (21+6 მოხსნა), ტომპსონი (8), სამუელსი (15+7 მოხსნა).

მემფისი-ნიუ ორლეანი 90:97
24:28, 23:17, 26:26, 17:26
მ: გეი (15), რენდოლფი (8), სკინერი (4), ტ. ალენი (17), ვასკესი (7+6 პასი) - სტარტი; სელბი (2), მაიო (12), დევისი (5), პარგო (15+7 პასი), შარპი (5+5 მოხსნა).
ნ-ო: არიზა (11+5 პასი), ტომასი (7+8 მოხსნა), ოკაფორი (12+5 მოხსნა), ბელინელი (9), ჯეკი (24+6 მოხსნა+6 პასი) - სტარტი; პონდექსტერი (12+5 მოხსნა), ტ. ჯონსონი (8), კ. ჯონსონი (10), ანდერსენი (4).

17 დეკემბერი
ნიუ ჯერსი-ნიუ იორკი 83:92
23:24, 19:26, 24:19, 17:23
ნ-ჯ: დ. ჯეიმსი (7), შ. უილიამსი (4+6 მოხსნა), ლოპესი (15+11 მოხსნა+5 დაფარება), მოროუ (15), დ. უილიამსი (9+6 პასი) - სტარტი; პეტრო (4+6 მოხსნა), ფარმარი (2), გრემი (6), ბრუქსი (10), ჰორნერი (4), უოდოკა (2), გეინსი (2), კარი (2), სმიტი (1).
ნ-ი: ენტონი (17), სტაუდმაიერი (10+6 მოხსნა), ჩენდლერი (4), ფილდსი (7+7 მოხსნა), დუგლასი (5+5 პასი+5 მოხსნა) - სტარტი; ბიბი (5), შუმპერტი (16), ბოლკმენი (20), ჰერელსონი (7), ჯეფრიზი (1).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 101:87
24:20, 27:16, 20:29, 30:22
ჰ: სკოლა (20), ჰილი (17+13 მოხსნა), ლოური (9+5 პასი), ბადინგერი (7+6 მოხსნა), მარტინი (7) - სტარტი; უილიამსი (14+9 მოხსნა), დრაგიჩი (11), ლი (6), ტაბიტი (4), სმიტი (3), ფლინი (2), მორისი (1).
ს-ა: ბლეირი (16+7 მოხსნა), ჯინობილი (16), სპლიტერი (13), ფორდი (8+6 პასი), ჯეფერსონი (2) - სტარტი; ბონერი (12), გრინი (5), ჯოზეფი (4), ანდერსონი (4), ლეონარდი (2+6 მოხსნა), ნოვაკი (2), ჰასელი (2), ჰუდი (1).

მინესოტა-მილუოკი 117:96
26:24, 36:28, 30:26, 25:18
მინ: ლავი (21+15 მოხსნა), ბიზლი (21+6 მოხსნა), რიდნური (9), ჯონსონი (5+8 მოხსნა), მილიჩიჩი (5+3 დაფარება) - სტარტი; ბარეა (14+6 პასი), უილიამსი (14), ტოლივერი (7), რუბიო (6+6 მოხსნა+7 პასი), ელინგტონი (5), რენდოლფი (4), ლი (3), პეკოვიჩი (2), უელსი (1).
მილ: დანლივი (16+5 პასი), დელფინო (11), ბოგუტი (9+6 მოხსნა), ჯენინგსი (7), გუდენი (2) - სტარტი; ლიე (18), უდრიხი (9), ლივინგსტონი (8), ბროკმანი (4), ჰობსონი (4), ჰარისი (4), ილიასოვა, მბა ა მუტე (2).

გ. სტეიტი-საკრამენტო 107:96
29:18, 30:22, 17:29, 31:27
გ-ს: კარი (22+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ელისი (18+8 პასი), ლი (16+8 მოხსნა), რაიტი (11+6 მოხსნა), ბიედრინსი (2) - სტარტი; უდო (10), ტომპსონი (9), მაკგუაირი (5+6 მოხსნა), ჯენკინსი (4), ტაილერი (2), სმიტი (2), უბაილსი (2), ჰაზუჰი (2) პიკეტი (2).
ს: ფრედეტი (21), ტორნტონი (21), ევანსი (17+7 პასი), ტომპსონი (6), ჰიქსონი (2+7 მოხსნა) - სტარტი; ტომასი (13), გრინი (11), გარსია (3), უაიტსაიდი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული