დევისი ნიუ იორკში მიდის

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვეტერანი გამთამაშებელი ბაირონ დევისი დიდი ხანი არ დარჩენილა უმუშევარი.

"კლივლენდ კავალიერზიდან" დათხოვნილი მცველი სულ მალე "ნიუ იორკ ნიქსთან" გააფორმებს კონტრაქტს. შეგახსენებთ, რომ ნიუიორკულმა კლუბმა შემადგენლობიდან გაუშვა ჩონსი ბილაპსი და მის შემცვლელად სხვა ასაკოვან გამთამაშებელს ეძებდა.

სავარაუდოდ, დევისი ერთწლიანი კონტრაქტს გააფორმებს, რომლის ღირებულება 2.5 მილიონი დოლარი იქნება. ჟურნალისტების აზრით, "ნიუ იორკის" მწვრთნელი მაიკ დ'ენტონი ბაირონს სათადარიგო გამთამაშებლად გამოიყენებს. ძირითადი "პირველი ნომერი" კი ტონი დუგლასი იქნება.

32 წლის დევისისთვის "ნიქსი" მეხუთე კლუბია კარიერაში. მანამდე მას "შარლოტში", "გოლდენ სტეიტში", "ლოს
ანჯელეს კლიპერსსა" და "კლივლენდში" უთამაშია. მისი საშუალო სტატისტიკა 16.5 ქულას, 7.3 შედეგიან პასსა და 3.9 მოხსნას უდრის.

* * *
ამასობაში, კობი ბრაიანტმა დაამშვიდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" თაყვანისმცემლები - ბოლოდროინდელი უკმაყოფილო გამონათქვამების მიუხედავად, კალიფორნიული გრანდის ლიდერი არ აპირებს კლუბის დატოვებას.

"არ ვიცი საიდან მოდის ჭორები, თითქოს კლუბის დატოვება მინდა. არსად წასვლას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა, "ლეიკერსში" დარჩენა მინდა. რატომაც არა? მე აქ უკვე 16 წელია ვთამაშობ და სხვაგან რატომ უნდა წავიდე?!

მინდა NBA-ის ზოგიერთი ვარსკვლავივით მთელი კარიერა ერთ კლუბში გავატარო. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა ჩემსთვის. დღეს ასეთი რამ იშვიათად ხდება", - განაცხადა კობი ბრაიანტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული