რა დრო დადგა?! "კლიპერსმა" "ლეიკერსს" 19 ქულა მოუგო

AutoSharing Option
დადასტურდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის კობი ბრაიანტის სიტყვები, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ წარმოთქვა - თანაქალაქელი "კლიპერსიც" კი ჩვენზე უკეთესი გუნდიაო.

გუშინ, წინასასეზონო მატჩებიდან განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ლოსანჯელესური დერბი იწვევდა. "კლიპერსი" მართლაც არნახულად გაძლიერდა ახალი სეზონის წინ. კრის პოლი, ჩონსი ბილაპსი, კერონ ბატლერი - ასეთია ყოველთვის აუთსაიდერობისთვის განწირული კალიფორნიული კლუბის შევსება. "ლეიკერსმა" ლამარ ოდომი "დალასში" გაუშვა და მისი სრულფასოვანი შემცვლელი ჯერ არ უპოვნია. ამიტომაც გამოთქვამდა ღიად აღშფოთებას კობი კლუბის ხელმძღვანელთა სატრანსფერო პოლიტიკის გამო.

პოლსა და ბილაპსს ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდათ "კლიპერსის"
შემადგენლობაში. კრისმა კინაღამ სამმაგი დუბლი შეასრულა (17 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა), ბილაპსის ანგარიშზე კი 23 ქულა მოდის. თანაც ორივემ მთელი მეოთხე მეოთხედი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს, რადგან სამი 12-წუთეულის შემდეგ თამაში გაკეთებული იყო - "კლიპერსი" 24 ქულას იგებდა. საბოლოო უპირატესობამ კი 19 ქულა შეადგინა - 114:95.

"ლეიკერსის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა სასტარტო შემადგენლობაში გამთამაშებლად სტივ ბლეიკი ათამაშა, რადგან კალათბურთისთვის არ სცალია დერეკ ფიშერს, რომელიც ახალი კოლექტიური ხელშეკრულების ბოლო დეტალებს აგვარებს.

რაც შეეხება "ლეიკერსის" ლიდერებს, მათ ცუდად არ უთამაშიათ. კობიმ დაახლოებით 30 წუთში 22 ქულა დააგროვა, პაუ გასოლის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ხოლო ენდრიუ ბინუმმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 15 ქულა და 12 ქულა.

ბრაიანტმა წინააღმდეგობა მაშინ შეწყვიტა, როცა მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "კლიპერსის" ცენტრის დეანდრე ჯორდანის ბლოკმა ის მოედნიდან გადააგდო. კობი კიდევ სამი წუთი დარჩა თამაშში და როცა ბილაპსის სამქულიანის შემდეგ ანგარიში 80:62 გახდა ("კლიპერსის" უპირატესობა რვა ქულიდან 22 ქულამდე გაიზარდა), ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე დაჯდა.

"ლეიკერსში" აღნიშვნის ღირსია წლევანდელი დრაფტის მეორე რაუნდში აყვანილი დარიუს მორისის თამაში, რომელმაც 24 წუთი დაჰყო მოედანზე და 11 ქულა დააგროვა, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი.

NBA. საჩვენებელი მატჩები
ატლანტა-შარლოტი 77:79
24:27, 25:16, 18:22, 10:14
ა: ჯ. ჯონსონი (6+5 პასი), ტიგი (8), ჰორფორდი (11), უილიამსი (9+6 მოხსნა), სმიტი (11+7 მოხსნა) - სტარტი; ფაჩულია (8+6 მოხსნა), ი. ჯონსონი (4+7 მოხსნა), სლოუნი (3), საი (3), უანამეიკერი (3), რადმანოვიჩი (3), სტეკჰაუსი (2), ბენსონი (2), როლი (4).
შ: ჰენდერსონი (8), ოგუსტინი (7), დიაო (12), ტომასი (6+9 მოხსნა), ბრაუნი (10+10 მოხსნა) - სტარტი; უოკერი (18), დიოპი (0+7 მოხსნა), უაიტი (8+6 მოხსნა), კეროლი (6), გრიფინი (2), უზო (2).

იუტა-პორტლენდი 90:110
19:32, 23:22, 23:29, 25:27
ი: ჰარისი (10+3 აეპეხვთით), ბელი (5), ჯეფერსონი (7), ოქური (2), მაილზ (9) - სტარტი; ჰეივორდი (7), ფეივორსი (25+12 მოხსნა), უოტსონი (2), ბერკსი (8), კანტერი (6+10 მოხსნა), ევანსი (9).
პ: მეტიუზი (17), ფელტონი (9), კემბი (8), უოლასი (10+3 ჩაჭრა), ბატუმი (13) - სტარტი; კ. ჯონსონი (8+6 მოხსნა), ბებიტი (6), კროუფორდი (8+7 პასი+3 ჩაჭრა), ტომასი (8), ნ. სმიტი (4), უილიამსი (13), კ. სმიტი (4), ა. ჯონსონი (2).

კლიპერსი-ლეიკერსი 114:95
28:28, 27:22, 36:17, 23:28
კ: პოლი (17+7 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), ბილაპსი (23+3 ჩაჭრა), ჯორდანი (6+6 მოხსნა+4 დაფარება), გრიფინი (12), ბატლერი (8) - სტარტი; ფოიე (12), გომესი (4), უილიამსი (9), კუკი (12), ტომპკინსი (8), ჰაბარდი (3).
ლ: ბრაიანტი (22), ბლეიკი (7+5 პასი), ბინუმი (15+12 მოხსნა), გასოლი (16+7 მოხსნა), ბარნსი (0) - სტარტი; უოლდ პისი (3), მორისი (11), კაპონო (9), მაკრობერტსი (2), იბენქსი (7), მერფი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული