ნავარო ერთ თვეს დაისვენებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ხუან კარლოს ნავარო უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება თავის გუნდს. ესპანეთის ნაკრების მცველმა ფეხის ტრავმა მიიღო და ექიმების ვარაუდით, დაახლოებით ერთ თვეს გამოტოვებს. ამ ინფორმაციას ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა ნავარო ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპისთვის გამოჯანმრთელებას. TOP16-ის პირველი ტური
18 იანვარს გაიმართება.

ამ სეზონში ნავარო ევროლიგის მატჩებში საშუალოდ 12.1 ქულასა და 3.0 შედეგიან პასს აგროვებს. წელს ეს კალათბურთელი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული