კობი ერთ თვეს გამოტოვებს?

AutoSharing Option
გრძელდება "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერის, კობი ბრაიანტის პრობლემები. არ არის გამორიცხული, ლიგის ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა ახალი სეზონის სტარტი გამოტოვოს, - წერია კალიფორნიული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბრაიანტმა მარჯვენა ხელის მაჯა "კლიპერსთან" საჩვენებელი მატჩის მესამე მეოთხედში დაიზიანა. ეს შეხვედრა ორშაბათს გაიმართა და ის "ლეიკერსმა" 95:114 წააგო. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ გაწყვეტილია მაჯის ძვლების დამაკავშირებელი მყესები.

"ლეიკერსის" ოფიციალური ვებგვერდი წერს, რომ ბრაიანტის დაბრუნება დღედღეზე შედგება, მაგრამ ქირურგ-ორთოპედის რობერტ კლაპერის აზრით, ამ ტრავმამ, შესაძლოა, 3-4 კვირა არ მისცეს ბრაიანტს მოედანზე გასვლის საშუალება.

"თუ
მყესების სრული გაწყვეტა დაფიქსირდა, ასეთი დაზიანების მკურნალობას მინიმუმ თვე სჭირდება. ხოლო მყესის დაჭიმვის შემთხვევაში სიტუაცია უფრო მარტივდება - ეს გაცილებით მსუბუქი ტრავმაა", - განაცხადა ESPN-თან კომენტარში კლაპერსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული