დევისი და ლოპესი ორი თვე დაისვენებენ

AutoSharing Option
გაირკვა ლიგის ორი წამყვანი კალათბურთელის გამოჯანმრთელების ვადები. "ნიუ ჯერსი ნეტსის" ძირითადმა ცენტრმა ბრუკ ლოპესმა მარჯვენა ფეხზე ოპერაცია გადაიტანა.

ამერიკული პრესის ცნობით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სავარაუდოდ, 23 წლის კალათბურთელის აღდგენის ვადა 6-8 კვირა იქნება.

შეგახსენეთ, რომ ბრუკმა ტრავმა "ნიუ იორკთან" წინასასეზონო მატჩის დრო მიიღო.

ლოპესი "ნეტსმა" 2008 წლის დრაფტის მე-10 ნომრად აირჩია. გასულ სეზონში მისი სტატისტიკა 82 შეხვედრაში 20.4 ქულასა და 6.0 მოხსნას უდრიდა.

* * *
სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" ახალწვეულს ბაირონ დევისს ხერხემლის ტრავმა აწუხებს. როგორც
ირკვევა, 32 წლის ვეტერანს ამ დაზიანების სამკურნალოდ დაახლოებით 8-10 კვირა დასჭირდება.

როგორც იცით, ამ სეზონის დაწყებამდე ეს კალათბურთელი შემადგენლობიდან დაითხოვა "კლივლენდმა" და შემდეგ დევისი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ნიუ იორკმა" აიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული