ბინუმს ერთი ჩამოაკლეს

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობამ “დეტროიტის” ფორვარდ ჩარლი ვილანუევასა და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ცენტრის ენდრიუ ბინუმის დისკვალიფიკაციის ვადის შემცირების შესახებ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ “პისტონზის” 27 წლის კალათბურთელი ხუთი მატჩით იყო დასჯილი კლივლენდელ რაიან ჰოლინზთან ჩხუბისა და “კავალიერზის” გასახდელში შეჭრის მცდელობისთვის. იმის გამო, რომ ჩარლიმ უკვე გამოტოვა ერთი შეხვედრა, მას სეზონის სტარტზე კიდევ სამ მატჩში არ მოუწევს მოედანზე გასვლა, რადგან ერთი მატჩით შეუმცირეს სასჯელი.

იგივე მოხდა ენდრიუ ბინუმის შემთხვევაში. გასული სეზონის პლეი ოფში “ლეიკერსის” ცენტრს კონფლიქტი ჰქონდა დალასელ ხუან ხოსე ბარეასთან. ენდრიუსაც
ერთი მატჩით შეუმცირეს დისკვალიფიკაცია, შესაბამისად, მას ახალი რეგულარულის სტარტზე ოთხი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული