დაკარგული მოგება

AutoSharing Option
"ლეიკერსი" სატრანსფერო ბაზარზე პასიური იყო და ამიტომაც მისი სასტარტო ხუთეული უცნაურად გამოიყურებოდა - "მეორეწლიანმა" იბენქსმა გაუძლო გამოცდილ თანაგუნდელებთან კონკურენციას, მაკრობერტსი კი დისკალიფიცირებულ ბინუმს ცვლიდა. ამ უცნაურ ხუთეულს კი შეუდარებელი კობი ბრაიანტი მიუძღოდა წინ, არადა, ისიც ტრავმით თამაშობდა.

პირველ ტაიმში კობის ანგარიშზე 14 ქულა იყო - როუზზე შვიდით მეტი. გასული სეზონის MVP დებიუტში მაინც და მაინც არ აქტიურობდა და სამქულიანებით შემოიფარგლებოდა.

და მაინც, სწორედ როუზმა მოაწყო მატჩის ბოლოსკენ თავისი გუნდის გაქცევა, როცა საფინალო სირენამდე 3 წუთითა და 44 წამით "ჩიკაგო" 71:82-ს
აგებდა. ამას მოჰყვა დენგისა და ბრიუერის ზუსტი ტყორცნები და ანგარიში გახდა - 82:77. "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბრაუნმა ტაიმ-აუტი აიღო, რომელსაც მცირეხნიანი ეფექტი ჰქონდა. ბლეიკმა სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ შემდეგ კალიფორნიელებმა ძალიან უპასუხისმგებლოდ ითამაშეს: ორჯერ ააცილა საჯარიმო გასოლმა, ცოტა ხანში კი "პლუს ოთხზე" იგივე გაიმეორა მაკრობერტსმა.

მიუხედავად ამისა, "ლეიკერსს" გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა. ბრაიანტის ზუსტი ტყორცნის შემდეგ ანგარიში გახდა - 87:81. სათამაშო რჩებოდა წუთზე ოდნავ ნაკლები. აქ კი დენგი ათამაშდა.

მან ზუსტად ისროლა და თან გასოლს თამაშის წესი დაარღვევინა - 2+1. შემდეგ შეტევაში მასპინძლები ბრიტანელზე დაჯარიმდნენ და დენგმა ორივე საჯარიმო ჩააგდო. ამის შემდეგ ლუოლმა ბრაიანტს მოპარა ბურთი და მატჩის ბედის გადაწყვეტა როუზს მიანდო. მცველმა არ დააღალატა თავისი გუნდი - ფიშერი მოატყუა და ზუსტად ისროლა. "ლეიკერსის" გადარჩენა კობის შეეძლო, მაგრამ მისი შესვლა იმავე დენგმა დაბლოკა. შესაბამისად, ბრაიანტი ამ მატჩს თავის აქტივში ვერ ჩაიწერს, რადგან ბოლო გაფუჭებული შეტევის გარდა, მას რვა შეცდომა დაუგროვდა. კარიერაში კობის მხოლოდ ორჯერ ჰქონდა უფრო მეტი დაკარგვა.

ლეიკერსი-ჩიკაგო 87:88
20:22, 29:34, 20:12, 18:20
ლ: ბრაიანტი (28+7 მოხსნა+6 პასი), გასოლი (14+8 მოხსნა+3 დაფარება), ბლეიკი (12), იბენქსი (8), მერფი (7+8 მოხსნა), მაკრობერტსი (6+8 მოხსნა), გუდლოკი (6), უოლდ პისი (4), ფიშერი (2).
ჩ: როუზი (22+5 პასი), დენგი (21+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბუზერი (15+6 მოხსნა), ნოა (6+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჰემილტონი (6), ბრიუერი (6), უოტსონი (6), აშიქი (3+8 მოხსნა), გიბსონი (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული