წინასწარ იყო ცნობილი, რომ "სელტიქსი" თავისი სიმბოლოს - პოლ პირსის გარეშე ითამაშებდა. სუპერვეტერანის ადგილი სასტარტო ხუთეულში საშა პავლოვიჩმა დაიკავა, რაც არასრულფასოვანი შეცვლა იყო. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზით "ნიქსი" დებიუტში უკეთ გამოიყურებოდა.
მასპინძლებმა ისე გაილაღეს, რომ ამარე სტაუდმაიერმა სამქულიანიც კი ჩააგდო. მაგრამ ნიუიორკელთა განსაკუთრებული უპირატესობა დაცვაში შეინიშნებოდა, რაც ყველაზე გასაკვირი გახლდათ. სხვაობა ანგარიშში 15 ქულა იყო "ნიუ იორკის" სასარგებლოდ და რომ არა ბასისა და ჯერმეინ ო’ნილის რთული ბურთები, საქმე
მეორე ტაიმის დასაწყისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო მატჩში. სტუმრებმა მკეთრად გაზარდეს თამაშის ტემპი და წამში გაარღვიეს მეტოქის დაცვითი ბარიერები. ამ გაქცევის სულისჩამდგმელი იყო შეუდარებელი რონდო, რომელიც ყველგან ასწრებდა. სწორედ მისი მორიგი სწრაფი გარღვევის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 69:69 მესამე მეოთხედის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. ნიუიორკელთა დამრიგებლის დ'ენტონის ტაიმ-აუტი დაგვიანებული აღმოჩნდა - რონდოს შეჩერება შეუძლებელი იყო. მან "მინუს 10" "პლუს რვად" აქცია.
დოკ რივერსმა რონდოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და ამას მასპინძლების სპურტი მოჰყვა. ესეც ერთი ადამიანის დამსახურება იყო - კარმელო ენტონიმ ჯერ შორიდან ჩააგდო, შემდეგ საშუალოდან და ფარისქვეშიდან, ბოლოს კი ჩენდლერს ულამაზესი პასით ჩააგდებინა და დაფარებაც მიითვალა.
საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე კარმელომ კიდევ ერთი სამქულიანი მოათავსა კალათში - 100:100. პუბლიკა აღფრთოვნებაში მოვიდა, მელომაც გადამრჩენის როლი შეიფერა და ბოლომდე ასე გააგრძელა თამაში.
16 წამით ადრე მისი ორი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ "სელტიქსმა" მშვიდად, ყოველგვარი პანიკის გარეშე გაითამაშა შეტევა, რომელიც შეიძლება გამარჯვების მომტანი ყოფილიყო. დენიელსმა კუთხიდან "სუფთა" სამქულიანი ისროლა, მაგრამ ააცილა. მოხსნა რონდომ აიღო და მოასწრო ტაიმ-აუტის აღება. წამზომზე 4.4 წამი რჩებოდა და სტუმრებს კიდევ ჰქონდათ შანსი.
"ნიქსმა" პერსონალური აიღო, მაგრამ წამიც ვერ მოიგო. "სელტიქსს" ჯარიმის სროლის უფლება არ ჰქონდა. მეორე ცდიდან "კელტებმა" ვერ მიიტანეს ბურთი რეი ალენამდე. გარნეტს მოუწია საშუალო მანძილიდან სირენასთან ერთად სროლა და ააცილა.
ნიუ იორკი-ბოსტონი 106:104
34:23, 28:29, 17:35, 27:17
ნ-ი: ენტონი (37+8 მოხსნა), სტაუდმაიერი (21+6 მოხსნა), დაგლასი (19), შუმპერტი (11), ტ. ჩენდლერი (7+6 დაფარება), ფილდსი (7), ბელკმენი (2), ჯეფრიზი (2).
ბ: რონდო (31+13 პასი+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბასი (20+11 მოხსნა), რ. ალენი (20), გარნეტი (15+8 მოხსნა), ო'ნილი (6), დენიელსი (4+6 მოხსნა+5 პასი), დულინგი (4), უილკოქსი (4).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"